ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

თამთა ცხვიტავას პირველი ალბომი





8 დეკემბერი, 2011

← სხვა სიახლეები
თამთა ცხვიტავა პირველი არტისტია, რომელმაც გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა “ბრავო რექორდსის” მუსიკალურ ბიზნეს კომპანიასთან. მისი სადებიუტო ალბომი კი “ბრავო რექორდსის” პირველი სერიოზული პროექტია. თამთა ცხვიტავა მსმენელთა ფართო აუდიტორიისათვის უცნობია, თუმცა ის უნიკალური შემსრულებელია.  წლების განმავლობაში მუსიკალური სცენა, სადაც თამთა გამოდიოდა თბილისის სხვადასხვა ბარისა და რესტორნის დარბაზებით შემოიფარგლებოდა, ერთ დღეს მან თავისი გამორჩეული ვოკალური მონაცემებით ჩვენი მუსიკალური პროდიუსერის ყურადღება მიიქცია. თამთას ხმის ტემბრი და მუსიკალური იდენტურობა სრულიად მკაფიო და ყველასგან განსხვავებულია, ამიტომ მისი სასიმღერო ქარიზმაც და საშემსრულებლო მანერაც ნამდვილი აღმოჩენა იქნება მსმენელისათვის. “ბრავო რექორდსმა” სწორედ ამიტომ შეარჩია თავისი არჩევანი თამთაზე. 
 
კონტრაქტის პირობებით ”ბრავო რექორდსი” 5 წლის განმავლობაში თამთას ოთხ ალბომს ჩაწერს და გამოსცემს.
 
„ბრავო რექორდსი“ მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში აპრობირებული წესების მიხედვით ახორციელებს  თამთას პროექტს, ისევე  როგორც დასავლური რექორდ „ლეიბლები“  ბრავო რექორდსმა ჯერ აღმოაჩინა მომღერალი, შემდეგ  შეურჩია რეპერტუარი, ჩაუწერა ალბომი, შეუქმნა იმიჯი, იზრუნა პრომოუშენზე და რეკლამაზე, კლიპის გადაღებაზე, ალბომის დისტრიბუციაზე, საავტორო უფლებების მართვაზე. ასეთი მაშტაბის პროექტი საქართველოში მართლაც პირველად ხორციელდება.
ამჟამად ”ბრავო რექორდსსის” სტუდიაში თამთას სადებიუტო ალბომის ჩაწერა დასრულდა, მინდინარეობს მიქსინგი და მასტერინგი. თამთა ცხვიტავას სადებიუტო ალბომში შესულია სპეციალურად თამთასთვის შექმნილი ახალი, ჟანრობრივად მრავალფეროვანი ქართული სიმღერები და რამდენიმე უცხოური სინგლის COVER-ი, რომელთაც თამთა აბსოლუტურად განსხვავებული მანერით ასრულებს.  თამთა თავისი ნაზი ვიბრატოთი მსმენელზე მომსუხველ ეფექტს ახდენს და ყველანაირი სირთულის კომპოზიციას მარტივად ასრულებს. მღერის ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, შეუდარებლად ასრულებს რუსულ რომანსებს, სიმღერებს ინოლა გურგულიას რეპერტუარიდან.
რეპერტუარზე თვეების განმავლობაში მუშაობდა ბრავო რექორდსის გუნდი, საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა და საბოლოოდ შეირჩა ის 12 სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდა თამთას უნიკალურ ვოკალს. ყველა სიმღერაში უკრავს ან მღერის მოწვეული სტუმარი. ესენი არიან: დინი ვირსალაძე, ვაჟა მანია, ქართული ხმები, თამაზ ყურაშვილი, ზურა რამიშვილი, გიგი ვანდერი, მარიკო ებრალიძე, ზურა მოსიავა, სულიკო ღაღაშვილი, ლაშა თოფურია, საბა ჩიხლაძე.
 
თამთას ალბომი ლიცენზირებულია და ყველა ავტორის საავტორო უფლება დაცულია. საპეციალურად თამთასთვის სიმღერები დაწერეს ქართველმა კომპოზიტორებმა, ესენი არიან ჯუმბერ ამანათაშვილი, ანა ქასრაშვილი, ნინო ბერიანიძე, დათო არჩვაძე და ნანა ჭანტურია. ალბომში შესულია 4 უცხოური სიმღერა, მათ ავტორების საავტორო უფლებებს ბრავო რექორდსი საავტორო უფლებების კონონმდებლობის შესაბამისად იცავს.
 
თამთა ემზადება თავისი პირველი სოლო კონცერტისთვის, რომელიც 23 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში გაიმართება. თამთას აკომპანიმენტს გაუწევს ბრავო ბენდი ირაკლი კვანჭიანის ხელმძღვანელობით და ბრავოს სიმფონიური ორკესტრი გიორგი აფრიამაშვილის ხელმძღვანელობით.ალბომი გაყიდვაში გამოვა 2012 წლის იანვარში
 თამთას მუსიკალური კარიერის მენეჯმენტი ხორციელდება დასავლეთის ქვეყნების მუსიკალურ ინდუსტრიაში დამკვიდრებული სტანდარტებისა და წესების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მუსიკალური ბიზნესის განვითარებას.