ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

23 დეკემბერს თამთა ცხვიტავას პირველი კონცერტი გაიმართა





25 დეკემბერი, 2011

← სხვა სიახლეები

23 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში თამთა ცხვიტავას პირველი კონცერტი გაიმართა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. კონცერტი მომღერლის სადებიუტო ალბომის ” დასაწყისი ” პრეზენტაცია იყო. კონცერტზე თამთამ ”ბრავობენდთან” და "ბრავოს" სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ალბომში შესული 12 სიმღერა შეასრულა, 8 ქართული, აქედან 7 სპეციალურად მისთვის დაწერილი და ერთი ინოლა გურგულიას სიმღერა, ასევე 4 უცხოური სიმღერის cover-ი. ალბომში შესულ ყველა სიმღერაზე საავტორო უფლებები დაცულია .

კონცერტში მონაწილეობდნენ ის მუსიკოსები, ვინც თამთას სადებიუტო ალბომის ჩაწერაზე იყვნენ მოწვეული -დინი ვირსალაძე, გიგი ვანდერი, ქართული ხმები, ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე, ზურა მოსიავა, ჭაბუკა ამირანაშვილი, ირინა მირიანაშვილი, ლევან კემულარია, სულიკო ღაღაშვილი, საბა ჩიხლაძე და ლაშა თოფურია.

თამთა ცხვიტავას პირველი კონცერტის პირდაპირი ტრანსლირება, ინტერნეტის მეშვეობით, პროექტის პარტნიორის კავკასუს ონლაინის ვებ გვერდზე ხორციელდებოდა. 
კონცერტი თითქმის 2 საათი გაგრძელდა.

თითოეულ სიმღერას წინ უძღოდა მინი ფილმები. სიმღერის ავტორები, პროდიუსერები, მომღერლები, პროექტის მონაწილე მუსიკოსები და თავად თამთა ყვებოდნენ, როგორ იქმნებოდა ესა თუ ის სიმღერა, იყო დოკუმენტური კადრები ჩაწერებიდან, თამთას იმიჯის შეცვლის ამსახველი ვიდეომასალა, ცნობილი ადამიანების შეფასებები და სურვილები. მოწვეული სტუმრები აპლოდისმენტებს არ იშურებდნენ და თითოეული სიმღერის ბოლოს მქუხარე ტაშით გამოხატავდნენ აღფრთოვანებას. თამთა ცხვიტავა მართლაც ახალი სიტყვაა ქართულ შოუ-ბიზნესში, მისი კონცერტიც შესაბამისად არასტანდარტული, ორიგინალური სცენარით წარიმართა.

სცენა სანთლებითა და ჭაღებით იყო განათებული, რაც საკმაოდ მყუდრო გარემოს ქმნიდა და სამეფო უბნის თეატრის ინტერიერს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა. 
მოწვეულ სტუმრებს თამთა ცხვიტავას ალბომი ”დასაწყისი” დაურიგდათ და კონცერტის ბოლოს საშუალება ქონდათ თამთას ავტოგრაფი მიეღოთ.