ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

თამთა ცხვიტავას კონცერტის რეცენზიები





11 იანვარი, 2012

← სხვა სიახლეები

სამეფო უბნის თეატრში გამართულ თამთა ცხვიტავას პირველ კონცერტს პრესა დადებითად გამოეხმაურა, ჟურნალ გაზეთებში არაერთი სტატია და რეცენზია დაიბეჭდა. გთავაზობთ მათგან რამდენიმე ამონარიდს:

ჟურნალი ,,ბომონდი”
,,ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში,როდესაც ყველასათვის აბსოლუტურად უცნობი მომღერლის პრომოუშენი შედგება დასავლეთის ქვეყნების მუსიკალურ ინდუსტრიაში დამკვიდრებული სტანდარტებისა და წესების შესაბამისად, რაც საქართველოში მუსიკალური ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”.
,,კონცერტი ,,ბრავობენდისა” და ბრავოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, დაუვიწყარ ემოციას ტოვებდა მსმენელზე.

”ჟურნალი ,,სარკე”
,,თამთა ცხვიტავამ მუსიკალური ბომონდი გააოგნა”
,,დასრულდა კონკიას ზღაპარი და დაიწყო ქართულ შოუბიზნესში ყველასგან გამორჩეული მომღერლის წარმატებული გზა’’.
,,საათნახევრის განმავლობაში დარბაზი სულგანაბული უსმენდა მომღერალს, კონცერტის ბოლოს კი თავად აჰყვა მას ძველ, კეთილ, მხიარულ სიმღერაში.

გაზეთი ,,პრაიმ ტაიმი” - ,,კონცერტი,რომელზეც თბილისი ალაპარაკდა”
,,ბრავო რექორდსის” მიერ ორგანიზებული მისი პირველი კონცერტი წლის საოცრებად შეიძლება ჩაითვალოს და არა მარტო წლის... ეს არის გემოვნების, კარგი ტონისა და ინტელექტუალური მუსიკის დღესასწაული”
,,ბოლოს და ბოლოს, საქართველოში პროფესიონალური და მაღალი დონის საღამო შედგა, მომღერლის მოსასმენად მისულ მსმენელს დიდხანს გაჰყვება კონცერტიდან მიღებული ემოცია”..
მარინა ბერიძე: ,,ძალიან მიხარია რომ არსებობს ,,ბრავო რექორდსი”,რომელმაც ასეთი საოცრება გააკეთა.თითქოსდა ამ ერთ ჩვეულებრივ ადამიანს ყველანაირი სურვილი შეუსრულა და ფეხზე დააყენა.ეს არის აბსოლუტურად ორიგინალური მომღერალი,თამთასგან ძალიან დიდი პოზიტივი მოდის”
ლელა წურწუმია: ,,არაჩვეულებრივია,ინდივიდუალურია. მსგავსი ხმა მე ჯერ არ მომისმენია,კარგი რეპერტუარი აქვს,ძალიან კარგადაა შეფუთული,მისი პროდიუსინგი კარგად მუშაობს, სწორი მიგნებაა.”