ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

”ბრავო რექორდსში” ნანი ბრეგვაძის პირველი სოლო ალბომის ჩაწერა დაიწყო





18 იანვარი, 2012

← სხვა სიახლეები

”ბრავო რექორდსში” ნანი ბრეგვაძის პირველი სოლო ალბომის ჩაწერა დაიწყო. 17 იანვარს ”ლაივ რუმში” ნიკოლოზ რაჭველი, ნოდარ ექვთიმიშვილი (ბასი) და გია სალაღიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები)  მთლიანი ალბომის ჩონჩხს წერდნენ. ამ დღეებში ჩაიწერება საქართველოს სიმფონიური ორკესტრი და ნანი ბრეგვაძის ვოკალი. 

ეს ალბომი პირველია ნანი ბრეგვაძის შემოქმედებაში, რომელიც საქართველოში ჩაიწერება და გამოიცემა. პარადოქსია მაგრამ ასეა. საბჭოთა კავშირის დროს რა თქმა უნდა უამრავ სიმღერას წერდა ქალბატონი ნანი, როგორც თბილისში ასევე მოსკოვში. მას შემდეგ გამოვიდა ნანი ბრეგვაძის რამდენიმე დისკი, ისიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩაწელრილი. 

ალბომში შევა 12 სიმღერა. რთულია ნანი ბრეგვაძის შემოქმედებიდან 12 სიმღერის ამორჩევა, ამიტომ  ნიკა რაჭველმა, პროექტის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, მომღერლის ბიოგრაფია აქცია ალბომის კონცეფციად და ყველა სიმღერა აქედან გამომდინარე შეარჩია. ალბომის გამოცემას კონცერტი დაემთხვევა. 

პროექტი თბილისის მერიისა და კომპანია ”პე ეს პე”-ს მხარდაჭერით ხორციელდება.