ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

თამთა ცხვიტავა საქველმოქმედო საღამოზე





25 იანვარი, 2012

← სხვა სიახლეები

”საქართველოს ამერიკელ მეგობართა ასოციაციამ” და ”ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში” 21 იანვარს სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” საქველმოქმედო საღამო გამართა. საქველმოქმედო საღამოს მიზანი იყო თანხების შეგროვება ნიქოზის განათლებისა და კულტურის ცენტრის მხარდასაჭერად. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დანგრეული ნიქოზი, აღადგინეს და მოსახლეობამ შეძლო საკუთარ სახლებში დაბრუნება. ეს ცენტრი იქნება ის ადგილი სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელოვნების საშუალებით შეეცდება ომისგან მიყენებული ჭრილობების მოშუშებას.

საქველმოქმედო საღამოზე თამთა ცხვიტავამ სადებიუტო ალბომიდან ”დასაწყისი” 6 სიმღერა შეასრულა. ”რედისონ ბლუ ივერიაში” დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ქართული და უცხოური კომპანიების მმართველები დაესწრნენ.