ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

თამთა ცხვიტავას პირველი კლიპი





6 თებერვალი, 2012

← სხვა სიახლეები

თამთა ცხვიტავას პირველი კლიპის გადაღება დასრულებულია. ამ ეტაპზე მონტაჟი მიმდინარეობს. შაბათ-კვირას სასტუმრო ”ვერე პალასში” და ”ამბასადორში”, ასევე განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე მუშაობდა გადამღები ჯგუფი. ვიდეოკლიპისთვის თამთას პირველი სინგლი ”შენამდე”  შეირჩა. 

მომღერლის პირველი ვიდეოკლიპი ერთგვარი სავიზიტო ბარათია და მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა მიზანსცენები თამთას სიმღერიდან და იმიჯიდან გამომდინარე შეარჩია, იმისათვის რომ კლიპის ესთეტიკა და ვიზუალური მხარე თამთასთვის დამახასიათებელ სტილში ყოფილიყო გადაწყვეტილი.

თამთას კლიპის სხვადასხვა ტელეეთერით დატრიალება დაემთხვევა მისი სადებიუტო ალბომის ”დასაწყისის” გაყიდვების დაწყებას.