ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

”ბრავო რექორდსი” ქართულ ვებ-გვერდებზე მისი პროდუქციის უკანონო განთავსების აკრძალვას ითხოვს





24 თებერვალი, 2012

← სხვა სიახლეები

ხმის ჩამწერი კომპანია “ბრავო რექორდსი” ქართულ ვებ-გვერდებზე მისივე გამოცემული თამთა ცხვიტავას მუსიკალური ალბომის უკანონო განთავსებას ეხმიანება. აღნიშნული ფაქტი გამომცემელს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს აყენებს. “ბრავო რექორდსმა” დახმარებისთვის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა. მომზადდა მიმართვები, რომელიც ქართულ ვებ-გვერდებზე მუსიკალური ნაწარმოებების უკანონო განთავსების აკრძალვას და კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.

ინტერნეტ სივრცეში არალიცენზირებული პროდუქციის აკრძალვა კიდევ ერთი ნაბიჯია ქართული ინტერნეტ სივრცის ლეგალიზების კამპანიის გზაზე. კამპანია მიზნად ისახავს არალიცენზირებული პროდუქციის ლიცენზირებული პროდუქციით ჩანაცვლებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქართული ბაზარიდან მეკობრული პროდუქციის განდევნას და ლიცენზირებული პროდუქციის რეალიზაციას.