ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

“ბრავო რექორდსში” დეჟა გომესისა და სოფო ნიჟარაძის დუეტის ჩაწერა დაიწყო

ამერიკული პოპ მუსიკის ამომავალ ვარსკვლავი, სტივი უანდერის ბექ-ვოკალისტი დეჟა გომესი 2 მარტს თბილისში ჩამოფრინდა. იგი იმავე დღეს ეწვია “ბრავო რექორდსს”, სადაც სოფო ნიჟარაძის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი დეჟა გომესისა და სოფო ნიჟარაძის დუეტის ჩაწერა დაიწყო. სიმღერის ავტორი რუსა მორჩილაძეა, არანჟირება კი გენიალურმა მუსიკოსმა, წლების მანძილზე ჯგუფ Earth, Wind & Fire-ის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა მორის ფლეჟერმა გააკეთა. დეჟა გომესთან ერთად ჩამოვიდა მისი პროდიუსერი გრეგ ქოკლი, რომელიც ამერიკის მუსიკალური ინდუსტრიის ერთერთი გამოცდილი და სერიოზული წარმომადგენელია.

დეჟა გომესის საქართველოში ყოფნის 6 დღე საკმაოდ დატვირთულია. მის განრიგშია “ბრავო რექორდსში” სიმღერის ჩაწერა, ჩვენი ქვეყნის ღირშესანიშნაობების დათვალიერება, კლიპის გადაღება და პრესკონფერენცია.