ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ქართულ-უკრაინული მუსიკალური ტელეპროექტი 10+10

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულ-უკრაინული მუსიკალური პროექტისთვის ”10+10” არანჟირებები ბრავო რექორდსში გაკეთდა. ტელეპროექტში ქართველი და უკრაინელი ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

ცნობილი მომღერლების მუსიკალური დუეტები ორივე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა. მომღერლებს ჟიური შეაფასებს, გამარჯვებული კი გალა კონცერტის შედეგად გამოვლინდება.

მაყურებელი ეთერში 10 გადაცემას იხილავს. გადაცემებში სხვადასხვა ტურები იქნება: სიმღერები კინოფილმებიდან, ქართული ფოლკლორი, უკრაინული ფოლკლორი, როკი, ქართული რეტრო, უკრაინული რეტრო, ჯაზი, ქართული ჰიტი, უკრაინული ჰიტი, მსოფლიო ჰიტი.

მაყურებლის წინაშე წარდგებიან: ზლატა ოგნევიჩი და თემო საჯაია, მარიეტა და ოთო ნემსაძე, ნატალია ვალევსკაია და დათუნა მგელაძე, ნატალია ბუჩინსკაია და ანრი ჯოხაძე, შანისი და დათო ხუჯაძე, მატიასი და სოფო ტოროშელიძე, ანდრეი ბოგომოლეცი და ნინი ბადურაშვილი, ვიქტორ პავლიკი და ნინო ძოწენიძე, ედუარდ რომანიუტა და სოფო გელოვანი, ანდრეი კრავჩუკი და ვერიკო ტურაშვილი.