ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

სამორი ბალდე ”ბრავო რექორდსში” პირველ ალბომს ჩაწერს

ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებული სამორი ბალდე ”ბრავო რექორდსში” თავის პირველ ალბომს ჩაწერს. ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულმა მეგა პროექტმა დიდი პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა სამორის. პროექტის წარმდგენმა ”ბანკმა რესპუბლიკამ” სამორის ჯილდოდ გადასცა ”ბრავო რექორდსში” ალბომის ჩაწერა, მათ გაითვალისწინეს სამორის უმთავრესი ინტერესი - მუსიკა და მუსიკოსისთვის  ყველაზე სასურველი საჩუქარი გადასცეს.

17 მაისს ბანკი რესპუბლიკას ეზოში სამმხრივ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. სამორიმ რამდენიმე სიმღერაც შეასრულა. ეზოში შეიკრიბნენ სამორის თაყვანისმცემლები, ბანკის თანამშრომლები, უბრალო გამვლელები. 

ალბომზე მუშაობა უკვე დაწყებულია, ივნისის დასაწყისში იგეგმება ჩაწერები ალბომი კი ივლისის თვეში გამოიცემა.