ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

”ბრავო რექორდსში” ძმები კარბელაშვილების გადარჩენილი საგალობლები იწერება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ძმები კარბელაშვილები წმინდანებად შერაცხეს მათი მოწამეობრივი ცხოვრებისთვის, ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის და უნიკალური ქართული საგალობლების გადარჩენისათვის. ძმები კარბელაშვილების მიერ ნოტებზე გადატანილ საგალობლებს დღემდე გალობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ ”კარბელაანთ კილოს” ეძახიან.

”ბრავო რექორდსში”  ჩაიწერება 20ზე მეტი საგალობელი, რომელსაც საქართველოში არსებული სხვადასხვა მგალობელი გუნდები შეასრულებენ. დისკის პრეზენტაცია 3 სექტემბერს შედგება, რადგან ეს დღე ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეა.

დღეს ”ბრავო რექორდსის” სტუდიაში ქაშვეთის ტაძრის მგალობელთა გუნდი ”აღსავალი” იწერება.