ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

”ბრავო რექორდს” ხარისხის ნიშანი მიანიჭეს

30 მაისს, "სითი ქლაბში“ გაიმართა „ხარისხის ნიშნით“ დაჯილდოების ცერემონია. „ხარისხის ნიშანი“ მიენიჭა კომპანია „ბრავო რეკორდს“.

ხარისხის ნიშნის შეფასების პროგრამის გათვალისწინებით შესწავლილ იქნა  ორგანიზაციის ისტორია, სტრატეგია, მიზნები და ვალდებულებები ხარისხის სფეროში, ასევე ლიდერთა და პერსონალის მუშაობის შედეგები. კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე ხარისხის ნიშნის ექსპერტებმა შეისწავლეს და შეაფასეს  ხარისხის მენეჯმენტი, ტექნიკური უზრუნველყოფა, მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, ჰიგიენური და სანიტარული ნორმები. ასევე, პროგრამით დადგენილი წესებითა და მისტიური კლიენტის მეთოდის გამოყენებით შეფასებულ იქნა მომსახურების  ხარისხი. ”ბრავო რექორდსთან” ერთად 30 მაისს ხარისხის ნიშანი ასევე მიენიჭათ კომპანიებს:  „სუფთა სამყარო“, „სითი ქლაბი“, „ევრო ეზო“, „ნატალი“, „ნევერლენდი“ და „კაპიტან +“.  

დაჯილდოვების ცერემონიალზე თამთა ცხვიტავამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ჩატარადა წამახალისებელი გათამაშება, სადაც კომპანიებმა თავისი პროდუქცია თუ მომსახურება გაათამაშეს. ”ბრავო რექორდსმა” გაათამაშა თამთა ცხვიტავას სადებიუტო ალბომი ”დასაწყისი”  მომღერლის ხელმოწერით.