ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

გია ყანჩელი ”ბრავო რექორდსში”

”ქართული ხმების” პროექტთან დაკავშირებით, ”ბრავო რექორდსმა” მოიწვია გია ყანჩელი.  ქართული ხმების საიუბილეო ალბომი ”ბრავო რექორდსში” ჩაიწერება. ალბომი ორდისკიანი იქნება - ქალაქური სიმღერები და ფოლკლორი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეპერტუარის შერჩევა, პარალელურად კეთდება არანჟირებები. გია ყანჩელის ”ჰერიო ბიჭებო” ერთ-ერთია იმ 12 სიმღერიდან რომელიც ქართული ხმების ქალაქურ რეპერტუარში შევა.

მამუკა (პეკე) ბეგაშვილის მიერ გაკეთებული არანჟირების ახალი ვერსია მოისმინა დღეს გია ყანჩელმა და როგორც სიმღერის ავტორმა რამდენიმე რჩევა მოგვცა. 

ქართული ხმების ალბომის ჩაწერა ივნისში დაიწყება. შემოდგომაზე 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით იგეგმება ალბომის გამოცემა და გრანდიოზული კონცერტი.