ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ჯგუფ “ელდრაინის” სახელთან დაკავშირებული დავა დასრულებულია





22 ივნისი, 2012

← სხვა სიახლეები

ჯგუფი “ელდრაინი” საზოგადოებისთვის 2011 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მათ ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვეს და საქართველოს სახელით გერმანიაში გაემგზავრნენ. 43 მონაწილეს შორის ჯგუფმა მე-9 ადგილი დაიკავა. 2011 წლის ზაფხულში “ელდრაინი” ბათუმში გამართულ MTV-ის კონცერტზე გამოვიდა.

2012 წლის იანვარში ჯგუფი “ელდრაინი” თავის პროდიუსერებს დაშორდა,რის შემდეგაც წარმოიშვა დავა ჯგუფის სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით. წარმოქმნილი დავის განხილვის შედეგად საქპატენტმა მიიღო გადაწყვეტილება და სახელი ჯგუფს მიაკუთვნა. სახელთან დაკავშირებული დავის გამო სამი თვის განმავლობაში ჯგუფი არსად გამოჩენილა, რამაც საგრძნობლად შეაფერხა “ელდრაინის” კარიერა. დღეიდან ჯგუფი “ელდრაინის” კარიერის მართვას “ბრავო რექორდსი” თავის თავზე აიღებს. პრესკონფერენციის ბოლოს ”ელდრაინმა” სიმღერა Blind alley-ის აკუსტიკური ვერსია ცოცხლად შეასრულა.

“ბრავო რექორდსმა” 2012 წლის გაზაფხულზე დააფუძნა შვილობილი კომპანია “ბრავო ივენთსი”, რომელიც ცოცხალ კონცერტებსა და საკონცერტო ტურებს გაუწევს ორგანიზებას. “ბრავო ივენთსში” უკვე გაწევრიანებულია 6 არტისტი, ერთი დუეტი, ორი ჯგუფი, სამი ბენდი და კლასიკური ოქტეტი.

ესენი არიან: თამთა ცხვიტავა, ნინი ბადურაშვილი, სოფო გელოვანი, სოფო ბედია, ოთო ნემსაძე, დათუნა მგელაძე, ნინი წიკლაური, გიგი ვანდერის დუეტი (პიანო, ვოკალი) ელდრაინი, ბრავობენდი, ემდიქსი, The Fingers და Camerata Georgia.

“ელდრაინი” “ბრავო ივენთსში” გაერთიანდა და შესაბამისად მომავალ კონცერტებსა და ზოგადად მუსიკალური კარიერის შემდგომ განვითარებას “ბრავო ივენთსის” ეგიდით გააგრძელებს.