ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ნინი ბადურაშვილის კლიპის გადაღება ახალ სიმღერაზე ”მატარებელი”

”ბრავო რექორდსის” და საქართველოს რკინიგზის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ახალი ჩქაროსნული მატარებლის პრომოუშენში ჩაერთო ნინი ბადურაშვილი. სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა სიმღერა და გადაღებულ იქნა ვიდეოკლიპი. მუსიკის ავტორია მამუკა (პეკე) ბეგაშვილი, ტექსტი მანანა გურგენიძეს ეკუთვნის, კლიპის რეჟისორი კი ზურა მენთეშაშვილი გახლავთ.

ერთი დღის განმავლობაში ახალი ჩქაროსნული მატარებელი გადასაღბ მოედნად იქცა, ნინიმ კი გამცილებლის როლი მოირგო. სიმღერა ენერგიული და ხალისიანია, აქედან გამომდინარე ვიდეოკლიპის ავტორება მატარებელში დიდი აურზაური მოაწყვეს.

მისუკალური ვირეოკლიპი სიმღერაზე ”მატარებელი” საქართველოს რკინიგზის სავიზიტო ბარათი გახდება.