ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

”ბრავო რექორდსი” გოგი დოლიძის ახალ ალბომს გამოსცემს





27 ივნისი, 2012

← სხვა სიახლეები

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადღე, ხმის ჩამწერ სტუდია “მელოდიაში” გოგი დოლიძე წერდა სიმღერებს მისი ახალი ალბომისათვის. სამწუხაროდ მას არ დასცალდა ამ ალბომის გამოცემა. დღესდღეობით “ბრავო რექორდსი” ფლობს ამ უნიკალურ, ცალკე ტრეკზე ჩაწერილ სიმღერებს, მხოლოდ გოგი დოლიძის ვოკალს მუსიკის გარეშე.

ამჟამად გამოსაცემად მზადდება გოგი დოლიძის ახალი ალბომი, რომელშიც შევა 11 ყველასათვის საყვარელი ჰიტი. პროექტის ხელმძღვანელად შერჩეულ იქნა უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე, რომელიც გააკეთებს არანჟირების ახალ ვერსიებს.

ალბომში შევა გოგი დოლიძის 11 ჰიტი
1. ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
2. იყო არა იყო რა
3. ხმალი ავლესოთ
4. ძველებური თბილისური
5. გავა რო და მოუყვებით შვილებს
6. თბილისი
7. გულო
8. ქართველების ერთად ყოფნა
9. აყვავილდა ნუში
10. ომში წასულო ვაჟკაცო
11. ალგეთს ლეკვები მგლისანი

ეს ალბომი იქნება ყველა ქართველისთვის საყვარელი მომღერლის გოგი დოლიძის ერთგვარი გაცოცხლება, მისი ყველასათვის ცნობილი სიმღერების თავიდან დაბადება.