ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

”ქართული ხმების” საიუბილეო ალბომი





23 ივლისი, 2012

← სხვა სიახლეები

“ქართული ხმების” მეორე თაობას წელს 15 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ”ბრავო რექორდსში” იწერება ახალი ორდისკიანი ალბომი.

“ქართული ხმების” საიუბილეო ალბომი შედგება ფოლკლორისა და ქალაქური სიმღერებისგან. რეპერტუარში შევა როგორც ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ჰიტები ახალი არანჟირებით, ასევე სპეციალურად ამ ალბომისთვის შექმნილი ახალი სიმღერები. მოწვეული იქნებიან მუსიკოსები და მომღერლები, რომლებიც დუეტებს შეასრულებენ “ქართულ ხმებთან”. იგეგმება რამდენიმე ძალიან საინტერესო კოლაბორაცია. პროექტის გენერალური სპონსორია ”გალფი”.

უკვე ჩაიწერა ”ქართული ხმებისა” და ნიაზ დიასამიძის დუეტი - ”ბეჩა ყირამალა”, რომელიც ფოლკლორის დისკში შევა. ალბომის ჩაწერებისთვის მოწვეული იქნებიან - ზვიად ბოლქვაძე, ნეკა სებისკვერაძე, მიშა მდინარაძე, ნიაზ დიასამიძე, სალომე ბაკურაძე. არანჟირებების ახალ ვერსებზე იმუშავებენ -  მამუკა (პეკე) ბეგაშვილი,  რომა რცხილაძე, ზვიად ბოლქვაძე, მიშა მდინარაძე, დათო მალაზონია. ასევე საიუბილეო ალბომისთვის ახალი სიმღერების შესაქმნელად მოწვეული არიან შემდეგი ავტორები - ზვიად ბოლქვაძე, ჯუმბერ ამანათაშვილი, ქეთი გაბისიანი, ნატო გელაშვილი, მიშა მდინარაძე, დათო მალაზონია, დათო არჩვაძე.