ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

სოფო ნიჟარაძის და დეჟა გომესის მუსიკალური ვიდეოკლიპი





28 ივლისი, 2012

← სხვა სიახლეები

”ბრავო რექორდსის” მოწვევით, სოფო ნიჟარაძის პროექტში მონაწილეობის მისაღებად, თბილისში ჩამოვიდა ამერიკული შოუბიზნესის ამომავალი ვარსკვლავი, სტივი უანდერის ბექ-ვოკალისტი დეჟა გომესი. ვიზიტის პერიოდში სოფომ და დეჟამ ჩაწერეს დუეტი ”Two of a kind", სიმღერის ავტორია რუსა მორჩილაძე, ტექსტი ბიბი კვაჭაძეს ეკუთვნის, არანჟირება კი გენიალურმა მუსიკოსმა, წლების მანძილზე ჯგუფ Earth, Wind & Fire-ის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა მორის ფლეჟერმა გააკეთა.

სიმღერის ჩაწერის შემდეგ, სტუდია "მეტრომ" დაიწყო ვიდეოკლიპის გადაღება, რეჟისორი დიმა ჩხეიძე. დეჟას ხანმოკლე ვიზიტიდან გამომდინარე ხუთ დღეში უნდა დამთავრებულიყო გადაღებები, გრაფიკი საკმაოდ დატვირთული იყო. კლიპის სცენარი საკმაოდ ბევრ გადასაღებ ობიექტს მოიცავდა, რაც თავისთავად ართულებდა პროცესს. თუმცა ყველაფერი გაწერილ ვადებში დასრულდა. შემდეგ დაიწო გადაღებული მასალის მონტაჟი. რეჟისორის, გრაფიკოსის, მემონტაჟის ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ვიდეოკლიპი გაიგზავნა ჰოლივუდში ფერების კორექციის გასაკეთებლად.

კლიპის პრემიერა 27 ივლისს რუსთავი2-ის საღამოს ეთერში შედგა.