ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

დათო არჩვაძის პირველი ალბომი ”ეს ქალაქია”





6 აგვისტო, 2012

← სხვა სიახლეები

დათო არჩვაძეს ქართველი მსმენელი იცნობს როგორც “ქართული ხმების” წევრს, ყველასათვის საყვარელი სიმღერების ავტორსა და შემსრულებელს. ”ეს ქალაქია” - მისი პირველი ალბომია. დათო უნიჭიერესი კომპოზიტორია, იგი არაერთი ჰიტის ავტორია.

მის პირველ ალბომში მოწვეული არიან ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები: ნანი ბრეგვაძე, ”ქართულ ხმები”, რომა რცხილაძე, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე, ოთო ნემსაძე, დათუნა მგელაძე, მერაბ სეფაშვილი, სალომე ბაკურაძე, დუეტ “ჯორჯია”, ნატო გელაშვილი, თამთა ცხვიტავა, ლაშა ღლონტი, ნეკა სებისკვერაძე, თეატრალურის კვარტეტი. ყველა სიმღერა ჩაწერილია, მიმდინარეობს მიქსინგი და მასტერინგი.

ალბომი სექტემბერში გამოიცემა, პრეზენტაცია კონცერტის სახით გაიმართება 15 სექტემბერს სიღნაღში, სასტუმრო ”კაბადონში”. ასევე სექტემბერის ბოლოს, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში გაიმართება ამ ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი, რომელიც უფრო მასშტაბური იქნება.

პროექტის პარტნიორია თბილისის მერია, გენერალურის სპონსორი - სასტუმრო ”კაბადონი”, სპონსორი - კლუბი ”ვივენდო”.