ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

„ბრავო რექორდსის“ პრეზენტაცია

„ბრავო რექორდსის“ - საქართველოში პირველი დასავლური ტიპის მუსიკალური ბიზნეს კომპანიის ოფიციალური პრეზენტაცია 2011 წლის 16 მარტს შედგა. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები, საზოგადო მოღვაწეები, ბიზნესმენები, რომლებმაც კმაყოფილება და აღტაცება ვერ დამალეს ამ მნიშვნელოვანი წამოწყების გამო.

საპატიო სტუმრად გახსნაზე მოწვეული გახლდათ ჯაზის და ბრაზილიური ფანკის ლეგენდა, პიანისტი, მომღერალი და კომპოზიტორი ტანია მარია, რომლის საქართველოში ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი სწორედ კომპანია ”ბრავო რექორდსის” გახსნა იყო. როგორც თავად მუსიკოსმა განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში მან  ”ბრავო რექორდსში” რამდენიმე სიმღერა, ან სულაც ალბომი ჩაწეროს. თავის მხრივ, ტანია მარიამ არ დაიშურა კომპლიმენტები ”ბრავო რექორდსის” მიმართ და მისი და კომპანიის პრეზიდენტის - ზაზა შენგელიას განსაკუთრებულ მეგობრობაზეც ისაუბრა.

სტუმრების გაცნობის შემდეგ მან კომენტარი პრესასთანაც გააკეთა, - ”ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფერს მოვესწარი და საკუთარი თვალით ვხედავ რაც აქ ახლა ხდება. მრავალი მუსიკოსის ოცნება დღეს ნამდვილ რეალობად იქცა. თუ დამპატიჟებთ აუცილებლად ჩამოვალ და ერთ სიმღერას მაინც ჩავწერ ამ სტუდიაში”. ტანია მარიამ პრეზენტაციაზე ყოფნისას როიალზე საკუთარი რეპერტუარიდან ერთ ერთი კომპოზიციაც შეასრულა.