ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ქართველი პარაოლიმპიელების გაცილების საღამო





25 აგვისტო, 2012

← სხვა სიახლეები

25 აგვისტოს კლუბ-რესტორან ”ქალაქურში” ”ბრავო რექორდსის”  ქართველი პარაოლიმპიელების მხარდამჭერი სოციალური პროექტის კიდევ ერთი ღონისძიება - პარაოლიმპიელი ათლეტების გაცილების საღამო შედგა. საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა წარმატებები ესურვა ჩვენი სპორტსმენებისათვის, შოთა ომარაშვილისა და ნიკა თვაურისთვის. აქვე სპეციალურად პარაოლიმპიური მოძრაობის მხარდასაჭერად შექმნილ სიმღერაზე გადაღებული ვიდეოკლიპის პრემიერა გაიმართა. სიმღერა ნინი ბადურაშვილმა დაწერა და თავადვე ასრულებს, ტექსტი ბიბი კვაჭაძეს ეკუთვნის, ვიდეოკლიპი კი ”თიბისი თივი” სტუდიამ გადაიღო, რეჟისორი - ტატო ხაბაზიშვილი. 

გაცილების საღამოზე სიტყვა წარმოსთქვეს და წარმატებები უსურვეს ჩვენს სპორტსმენებს ”ლონდონი 2012”-ის პარაოლიმპიურ თამაშებზე: საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა გიორგი წასიძემ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯუდით გოფმა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, BP საქართველოს წარმომადგენელმა რუსუდან მეძმარიაშვილმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, ”ვისოლ გრუპის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ,  ”ბრავო რექორდსის” პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ. 

პარაოლიმპიური მოძრაობის მხარდასაჭერი სოციალური პროექტის იდეა ”ბრავო რექორდს”-ს ეკუთვნის, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტისა და სუპერმარკეტების ქსელ ”სმარტის” მხარდაჭერით ხორციელდება. ლონდონში, პარაოლიმპიური თამაშების დროს ნინი ბადურაშვილი ჩაატარებს კონცერტს, რომელსაც დაესწრებიან: ქართული პარაოლიმპიური დელეგაცია და ასევე მეგობარი ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და დიასპორის წარმომადგენლები.