ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

“ბრავო რექორდს”-ის ვარსკვლავური პროექტის თბილისური მინი პრეზენტაცია





9 ნოემბერი, 2012

← სხვა სიახლეები

დათო არჩვაძეს ქართველი მსმენელი იცნობს როგორც “ქართული ხმების” წევრს, ყველასათვის საყვარელი ქალაქური სიმღერების ავტორსა და შემსრულებელს. “ეს ქალაქია” დათოს პირველი ალბომია როგორც ავტორის და ამისთვის ის დიდი ხანია ემზადება. ალბომში შესულ 15ივე სიმღერას ქართული ესტრადის ვარსკვლავები ასრულებენ. დათოს პროექტი “ბრავო რექორდსის” მეორე პროექტია, თუმცა პირველი ვარსკვლავური ალბომია.

 
“ბრავო რექორდსის” გუნდი 6 თვის მანძილზე მუშაობდა დათო არჩვაძის პროექტზე მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში აპრობირებული წესების მიხედვით. როგორც დასავლური “რექორდ ლეიბლები” “ბრავო რექორდს”-მა უზრუნველყო რეპერტუარის შერჩევა, ალბომის ჩაწერა, დიზაინის კონცეფციის შექმნა, პრომოუშენი, ალბომის პრეზენტაცია და დისტრიბუცია
 
სექტემბერში, სიღნაღში, სასტუმრო “კაბადონში” გაიმართა ალბომის პრეზენტაცია ხოლო 9 ნოემბერს, თბილისში, ბარ-რესტორან “ვივენდოში” მოეწყო ავტოგრაფის დარიგების ცერემონია (ე.წ. “Signing Party”), “ვივენდოში” მოწვეულ სტუმრებს დათოს მიერ ხელმოწერილ ალბომთან ერთად საჩუქრად გადაეცათ სპეციალურად დათოსთვის შექმნილი ღვინო – საფერავი, რომლის ეტიკეტიც დათოს ალბომის დიზაინით არის დამზადებული. ღვინო დათომ საჩუქრის სახით მიიღო მისი მეგობარი დავით სონღულაშვილისგან, რომელიც შეზღუდული რაოდენობით სპეციალურად დათოსთვის გაკეთდა. 
 
ავტოგრაფების დარიგების გარდა, რესტორან ვივენდოში გაიმართა მინი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ის მომრერლებიც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ესწრებოდნენ ალბომის პრეზენტაციას სიღნაღში, სასტუმრო კაბადონში. 
 
ალბომში შევიდა 15 სიმღერა, აქედან 9 ახალი და 6 ყველასათვის კარგად ნაცნობი ჰიტი:
 
1. ეს ქალაქია – ნანი ბრეგვაძე და ქართული ხმები 
2. ტირიფი – რომა რცხილაძე 
3. თეთრი სანთელი – კობა ჭეფხოძე  და ლელა თელია 
4. სიყვარულზე გიმღერებ – თეატრალურის კვარტეტი 
5. მიყვარხარ – ნინო ქათამაძე 
6. ერთი ოცნება – ეკა მამალაძე და ოთო ნემსაძე 
7. ბედნიერი წამი – დათუნა მგელაძე 
8. შენი სიმღერა – მერაბ სეფაშვილი და სალომე ბაკურაძე 
9. სიყვარულს გპირდები – დუეტი “ჯორჯია” 
10. მოწყალება გაიღე – ნატო გელაშვილი და დათო არჩვაძე 
11. ია – თამთა ცხვიტავა და ქართული ხმები 
12. ნაფერები იები – ლაშა ღლონტი 
13. მონატრებიხარ ფიქრებს – ლაშა ღლონტი, ენდრიუ პარტინი და დათო არჩვაძე 
14. მზიანი ღამე – ნეკა სებისკვერაძე 
15. საჩუქარო ღვთისაო – დათო არჩვაძე 
 
 
პროექტის სპონსორები: ბარ-რესტორანი “ვივენდო” და ბუტიკ სასტუმრო “კაბადონი”
პროექტის პარტნიორი: თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი