ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

“ბრავო რექორდს”-ის ვარსკვლავური პროექტის თბილისური კონცერტი-პრეზენტაცია





23 ნოემბერი, 2012

← სხვა სიახლეები

ყველასათვის საყვარელი ქალაქური სიმღერების ავტორი და შემსრულებლი დათო არჩვაძე პირველი საავტორო ალბომისათვის  “ეს ქალაქია” დიდი ხანია ემზადება. ალბომში შესულ 15ივე სიმღერას ქართული ესტრადის ვარსკვლავები ასრულებენ. დათოს პროექტი “ბრავო რექორდსის” მეორე პროექტია, თუმცა პირველი ვარსკვლავური ალბომია.

“ბრავო რექორდსის” გუნდი 6 თვის მანძილზე მუშაობდა დათო არჩვაძის პროექტზე მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში აპრობირებული წესების მიხედვით. როგორც დასავლური “რექორდ ლეიბლები” “ბრავო რექორდს”-მა უზრუნველყო რეპერტუარის შერჩევა, ალბომის ჩაწერა, დიზაინის კონცეფციის შექმნა, პრომოუშენი, ალბომის პრეზენტაცია და დისტრიბუცია

      თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრისა და “ბრავო რექორდს”-ის ინიციატივით ალბომის თბილისური პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართა თბილისის ივენთ ჰოლში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ყველა იმ მომღერალ-შემსრულებელმა, რომლებიც ალბომში შესულ სიმღერებს ასრულებენ. ესენი არიან:  ლაშა ღლონტი, ეკა მამალაძე და ოთო ნემსაძე, დუეტი “ჯორჯია”, თამთა ცხვიტავა და ქართული ხმები, ნატო გელაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, თეატრალურის კვარტეტი, კობა ჭეფხოძე  და ლელა თელია, მერაბ სეფაშვილი და სალომე ბაკურაძე, რომა რცხილაძე. გარდა სიმღერებისა მოწვეულ სტუმრებს საშუალება ქონდათ ენახათ ალბომზე მუშაობის ე.წ. “Making off”, რომელიც ყოველი სიმღერის წინ მინი ფილმებად იყო ნაჩვენები.

      სექტემბერში ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, სიყვარულის ქალაქ სიღნაღში, სასტუმრო “კაბადონში” ხოლო 9 ნოემბერს, თბილისში, ბარ-რესტორან “ვივენდოში” მოეწყო ავტოგრაფის დარიგების ცერემონია (ე.წ. “Signing Party”)
     

      
ალბომში შევიდა 15 სიმღერა, აქედან 9 ახალი და 6 ყველასათვის კარგად ნაცნობი ჰიტი:

1.    ეს ქალაქია – ნანი ბრეგვაძე და ქართული ხმები
2.    ტირიფი – რომა რცხილაძე
3.    თეთრი სანთელი – კობა ჭეფხოძე  და ლელა თელია
4.    სიყვარულზე გიმღერებ – თეატრალურის კვარტეტი
5.    მიყვარხარ – ნინო ქათამაძე
6.    ერთი ოცნება – ეკა მამალაძე და ოთო ნემსაძე
7.    ბედნიერი წამი – დათუნა მგელაძე
8.    შენი სიმღერა – მერაბ სეფაშვილი და სალომე ბაკურაძე
9.    სიყვარულს გპირდები – დუეტი “ჯორჯია”
10.    მოწყალება გაიღე – ნატო გელაშვილი და დათო არჩვაძე
11.    ია – თამთა ცხვიტავა და ქართული ხმები
12.    ნაფერები იები – ლაშა ღლონტი
13.    მონატრებიხარ ფიქრებს – ლაშა ღლონტი, ენდრიუ პარტინი და დათო არჩვაძე
14.    მზიანი ღამე – ნეკა სებისკვერაძე
15.    საჩუქარო ღვთისაო – დათო არჩვაძე

პროექტის სპონსორები: ბუტიკ სასტუმრო “კაბადონი” და ბარ-რესტორანი “ვივენდო”
პროექტის პარტნიორი: თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი