ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

თამთა ცხვიტავა სტრასბურგში სოლო კონცერტს ჩაატარებს





22 ნოემბერი, 2012

← სხვა სიახლეები

სტრასბურგის საშობაო გამოფენაზე, რომელსაც ყოველწლიურად 4 მილიონი სტუმარი ჰყავს, საქართველოს პირველად ეძლევა შანსი მსოფლიოს თავისი კულტურა, კულინარია და ტრადიციები გააცნოს. საქართველოს მოწვევის გადაწყვეტილება სტრასბურგის მერიამ მიიღო, სადაც განაცხადი რამდენიმე ქვეყნიდან იყო შესული. 2012-2013 წლის საშობაო ბაზრობის სტუმარ ქვეყანასთან დაკავშირებით არჩევანი, საქართველოსა და იაპონიას შორის, საქართველოს სასარგებლოდ გაკეთდა.
კულტურული პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში მიწვეულნი არიან ანსამბლები: „სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ლაშარი“, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი და  სხვა. ქართველ მომღერალ თამთა ცხვიტავას კი სტრასბურგში სოლო კონცერტის ჩატარების პატივი ერგო. იგი 10 დეკემბერს  ოპერის მცირე დარბაზში  6 კაციან ბენდთან ერთად წარსდგება მაყურებლს წინაშე, სადაც შეასრულებს სიმღერებს თავისი პირველი ალბომიდან ”დასაწყისი”, ასევე უცხოურ ქავერებს.