ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

კლუბ ”სენატში” სამორი ბალდესა და DJ გროტასკის სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.





21 დეკემბერი, 2012

← სხვა სიახლეები

ცეკვავენ ვარსკვლავები”-ს პირველი სეზონის გამარჯვებულმა სამორი ბალდემ სადებიუტო ალბომი ”გონივრული მოძრაობა”  ”ბრავო რექორდს”-ში ჩაწერა.

ალბომში შესულია 10  მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც ქართულ ენაზე სრულდება. სამორი და გროტასკი ერთობლივად  ქმნიან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომელთა არანჟირების და ტექსტის ავტორებიც თვითონვე არიან.   სამორი ბალდე და მისი ბავშობის  მეგობარი გოჩა ხუხუნი ადრეული ასაკიდან ჰიპ-ჰოპის სუბკულტურის მიმდევრები არიან. ჰიპ-ჰოპი მათი ცხოვრების სტილია. დუეტის სახელია  ”ძველი რესურსი” , სადაც სამორი არის  MC და პროდიუსერი და გოჩა მეტსახელად გროტასკი - MC და DJ. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ არც ერთ მათგანს არ მიუღია მუსიკალური განათლება.

21 დეკემბერს   კლუბ ”სენატში”  ”ძველი რესურსის”  სადებიუტო ალბომის ”გონივრული მოძრაობა” პრეზენტაცია გაიმართა. სამორი ბალდემ და DJ გროტასკიმ   ალბომში შესული 4 სიმღერა ცოცხლად შეასრულა. სტუმართა შორის იყვნენ პროექტის ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ორივე სეზონის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა თავად სამორის მეწყვილე ლიკა ლაბაძე, ჰიპ-ჰოპის სუბკულტურის მიმდევრები, ჰიპ ჰოპისა და ბრეიკ დანსის მოცეკვავეები, რომელთაც რამოდენმე ნომერი შეასრულეს. პრეზენტაციაზე გაყიდულ დისკებზე  სამორი ბალდემ და DJ გროტასკიმ   მსურველებს ავტოგრაფები დაუტოვეს.

CD ალბომი ”ბრავო რექორდს”-ის სადისტრიბუციო ქსელში იანვრიდან გაიყიდება. მსურველს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს საქართველოს მასშტაბით 350-მდე კომერციულ ობიექტში (ლიტერატურული კაფეები, ბიბლუსის ქსელის მაღაზიები, პრესის ჯიხურები, მაღაზია ”გურუ”, რუსთაველზე არსებული სუვენირების მაღაზიები და ა.შ.)