ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

თამთა ცხვიტავას წარმატებული სოლო კონცერტი სტრასბურგში





10 დეკემბერი, 2012

← სხვა სიახლეები

სტრასბურგის საშობაო გამოფენაზე, რომელსაც ყოველწლიურად 4 მილიონი სტუმარი ჰყავს, საქართველოს 2012 წლის დეკემბერს პირველად მიეცა შესაძლებლობა მსოფლიოს თავისი კულტურა, კულინარია და ტრადიციები გაეცნო. საქართველოს მოწვევის გადაწყვეტილება სტრასბურგის მერიამ მიიღო, სადაც განაცხადი რამდენიმე ქვეყნიდან იყო შესული. 2012-2013 წლის საშობაო ბაზრობის სტუმარ ქვეყანასთან დაკავშირებით არჩევანი, საქართველოსა და იაპონიას შორის, საქართველოს სასარგებლოდ გაკეთდა.

თამთა ცხვიტავას კი სტრასბურგში სოლო კონცერტის ჩატარების პატივი ერგო. თამთა 9 დეკემბერს სტრასბურგის ოპერის მცირე დარბაზში  6 კაციან ბენდთან ერთად წარსდგა მაყურებლს წინაშე, სადაც შეასრულა სიმღერები პირველი ალბომიდან ”დასაწყისი” და  ასევე უცხოურ ქავერები. კონცერტი გაიმართა მხოლოდ საპატიო სტუმრებისათვის დახურული ფორმატით. (დიპლომატიური კორპუსი,საფრანგეთის კულტურის სამინისტრო და ა.შ)

კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა. ოვაციები დიდი ხნის განმავლობაში არ ჩერდებოდა. თამთამ კონცერტის შემდეგ მოწვეულ სტუმრებს დაურიგა ავტოგრაფები და მათთან ერთად გადაიღო სამახსოვრო ფოტოები