ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ქართველი მუსიკოსების მხარდამჭერი პროექტი

საქართველოს მუსიკალურ ინდუსტრიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან  გამომდინარე მუსიკალური ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდსი” ამკვიდრებს ახალ სტანდარტებს და იწყებს უპრეცედენტო აქციას მდგომარეობის უკეთესობისაკენ შესაცვლელად. ”ბრავო რექორდსის” მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს და წაახალისოს მუსიკოს შემსრულებლები, ავტორები და მისცეს მათ საშუალება სერიოზული ფასდაკლებების პირობებში მოახდინონ საკუთარი მუსიკალური პროექტების რეალიზება. აქედან გამომდინარე 2013 წლის მარტის თვიდან ”ბრავო რექორდსი” სთავაზობს მუსიკოსებს სტუდიური მომსახურების ღირებულებების უპრეცედენტო შეღავათებს:

 

1.      ყველა სახის სტუდიური მომსახურების ღირებულება  მცირდება 30%-ით

2. CD ალბომის ჩაწერის შემთხვევაში (12-15 სიმღერა) მთლიანი ღირებულება დამატებით შემცირდება  კიდევ 20%-ით

3.     მუსიკოს-შემსრულებლებს და ავტორებს ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ  TBC ბანკის ერთ წლიანი  განვადებით სტუდიური ჩაწერების და ზოგადად მუსიკალური პროექტების განსახორციელებლად

 სტუდიური მომსახურების არსებული და ახალი ღირებულებების შედარების ცხრილი:  (ფასები მოცემულია ლარში დღგ-ს ჩათვლით):

პერიოდი/მომსახურება

სტუდიური ჩაწერა (1 სთ)

მიქსინგი(1სთ)

მასტერინგი

არანჟირება

2011-დან - 2013 თებერვლამდე

         100

100

400

1200

2013 მარტიდან

70

70

200

960

 

მუსიკალური ბიზნეს კომპანია ’ბრავო რექორდსი” და მისი ხმის ჩამწერი სტუდია  ტექნიკური მაჩვენებლებით, აღჭურვილობითა და სტუდიაში მომუშავე პერსონალით საუკეთესოა როგორც საქართველოში, ასევე მთელს ამიერკავკასიაში. სტუდიის პროფესიონალთა გუნდი საშუალებას აძლევს ქართველ მუსიკოს შემსრულებლებს და ავტორებს დასავლეთის ქვეყნების წამყვანი ხმის ჩამწერი სტუდიების სტანდარტების შესაბამისად იმუშაონ შეღავათიანი პირობებით, რაც გულისხმობს:

 

·         კომფორტულ სამუშაო გარემოს

·         იდეალურ აკუსტიკურ პირობებს

·         ჩაწერის პროცესისა და საბოლოო პროდუქტის უმაღლეს ხარისხს

·         დაუჯერებლად დაბალ ფასებს

 

”ბრავო რექორდსის” მენეჯმენტი, გამოხატავს რა კეთილ ნებას, ახალი და შეღავათიანი საფასო პოლიტიკის შემოღებით ხელს შეუწყობს ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს და ავტორებს, წაახალისებს მათ პროფესიულ საქმიანობას და მუსიკალური კარიერის განვითარებას. ამასთანავე იმედს ვიტოვებთ, რომ ”ბრავო რექორდსის” მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება ერთგვარი მაგალითი და სტიმული ქართულ ბიზნესში მომუშავე კომპანიებისათვის, რათა მათ უფრო მეტად გაუწიონ მხარდაჭერა და სპონსორობა ქართველ მუსიკოსებს საკუთარი პროექტების განხორციელებაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც უკვე შემდგარი და პოპულარული მუსიკოსის, ასევე უამრავი დამწყები ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლის თვითრეალიზებას და ზოგადად საქართველოში მუსიკალური ბიზნესის განვითარებას.