ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ისრაელის პოპ ვარსკვლავმა ომერ ადამმა ”ბრავო რექორდსში” სიმღერა ჩაწერა

ებრაელმა მომღერალმა ომერ ადამმა ”ბრავო რექორდს”-ის სტუდიაში სიმღერა სახელწოდებით  ”დღე, როცა შენ წახვედი” ჩაწერა. 19 წლის ომერი დიდი პოპულარობითა და მსმენელის სიმპათიით სარგებლობს ისრაელში. მისი სადებიუტო ალბომი (2010 წ.) და არა ერთი სინგლი ძალზედ წარმატებული და პოპულარულია. მუსიკოსის სიმღერებს Youtube-ზე 10-მდე მილიონობით ნახვა აქვს. 

”ბრავო რექორდს”-სი ჩაწერილ  სიმღერას როიალის თანხლებით აკომპანიმენტს უწევს მუსიკალური ტელე შოუს -  ”მე მიყვარს საქართველოს” გამარჯვებული, უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსი და  პიანისტი ირაკლი კვანჭიანი. ”ბრავო რექორდსი” სამომავლოდ გეგმავს ომერთან ერთად არა ერთ მუსიკალურ პროექტს, მათ შორის ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად დუეტებს და კოლაბორაციებს.