ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ვალერი სიუტკინის ვიზიტი „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში





16 ივნისი, 2011

← სხვა სიახლეები

სასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა საქართველოში სტუმრად მყოფი რუსი მუსიკოსის და მომღერლის, ცნობილ რუსულ ჯგუფ ,,ბრავოს” წევრის და რუსეთის დამსახურებულის არტისტის ვალერი სიუტკინის პირადი ვიზიტი დედაქალაქში, რომელიც აქ ცნობილ რუს ტელეწამყვანებთან: მიხაილ შაცთან, ალექსანდრ პუშნოისთან და ტატიანა ლაზარევასთან ერთად მცირე ხნით იმყოფებოდა.

მიხაილ შაცის დაბადების დღის აღნიშვნა სტუმრებმა ორიგინალურად გადაწყვიტეს: ისინი ხმის ჩამწერ სტუდია ,,ბრავო რექორდს” ესტუმრნენ, დაათვალიერეს, რეპეტიცია გაიარეს, ექსპრომტად ჯემ სეიშენი მოაწყვეს და AC/DC-ის უკვდავი ჰიტი ”Highway To Hell” შეასრულეს. ისინი სტუდიის სრულყოფილი აკუსტიკით გამოწვეულ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, არ მოელოდნენ თბილისში ასეთი ტექნიკურ აღჭურვილობისა და მაღალი სტანდარტების სტუდიას.