ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

”ბრავო რექორდსისა” და ჯგუფი ”შინის” ერთობლივი პროექტი - ”არაჩვეულებრივი გამოფენა”





12 აპრილი, 2013

← სხვა სიახლეები

11 აპრილსბრავო რექორდსში” გაიმართა პრეს კონფერენცია ჯგუფიშინ”-ისა დაბრავო რექორდსისერთობლივი პროექტის დაწყების შესახებ.  14  წლიანი გერმანიაში მოღვაწეობის შემდეგ ჯგუფიშინუბრუნდება სამშობლოს, სადაც სხვადასხვა სამომავლო გეგმებთან ერთად ქართველ მსმენელს სთავაზობს უნიკალურ და ინოვაციურ პროექტს, რომელსაც  ბრავო რექორდსთანერთად CD ალბომის სახით გამოსცემს და ჯგუფის სამშობლოში დაბრუნებას მიუძღვნის.

2012 წლის 10 დეკემბერს ქალაქ რიგის კონგრესჰოლში ჯგუფიშინ”  ახალი და მეტად ორიგინალური მუსიკალური პროექტით წარსდგა ლატვიელი მსმენელის წინაშე.

ლატვიური პროექტის  კონცეფცია აგებული იყო იმ მუსიკალურ ნაწარმოებებზე, რომლებმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჯგუფის თითოეული წევრის დამოკიდებულებაზე ზოგადად მუსიკის მიმართ. ანუ პრაქტიკულად ეს მუსიკალური პროექტი არის ერთგვარი მიძღვნა იმ მუსიკოსებისადმი, რომლებმაც განაპირობეს ჯგუფშინისწევრების მუსიკალური მსოფლმხედველობა და კრედო. სწორედ ამიტომაა პროექტის სახელწოდებაარაჩვეულებრივი გამოფენა”. პროექტში თავმოყრილია გია ყანჩელის, ჩიკ კორეას, ხოაკინ როდრიგოს, მაიკლ სტერნის, მაილს დევისის და რაღა თქმა უნდა ქართული ხალხური მუსიკის მოტივები, რომლებიცშინისწევრებმა ლიეპაის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ახლებლური ინტერპრეტაციით შესთავაზეს ლატვიელ მსმენელს. პროექტის ძირითადი ნაწილი გია ყანჩელის მუსიკალურ თემებს მიეძღვნა, რაც ჯგუფის თითოეული წევრის  მხრიდან უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას გამოხატავს ლეგენდარული ქართველი მაესტროს მიმართსიმფონიური ორკესტრის გარდა პროექტში მონაწილეობდნენ ლატვიელი ბექ ვოკალისტები და ლატვიის თანამედროვე ბალეტის მსახიობები.

პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომბრავო რექორდსისადა  ჯგუფიშინ”-ის ერთობლივი გადაწყვეტილებითდაიგეგმა პროექტის CD ალბომად გამოცემა საქართველოში.

გარდა ალბომის გამოცემისა იგეგმება პროექტის თბილისური პრეზენტაცია, რომელსაც კონცერტის სახით თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი წარმოადგენს. კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება და 26 მაისს დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) გაიმართებაკონცერტის  რეჟისორი  კი დავით დოიაშვილი იქნება.

ლატვიური პროექტისაგან განსხვავებით ჯგუფშინ”-ის ახალ პროექტზე იმუშავებს თბილისის სიმფონიურ ორკესტრი, ვატო კახიძის ხელმძღვანელობითთბილისის კონსერვატორიის ვოკალური კვარტეტი და ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასიგარდა ამისა, სპეციალურად პროექტისათვის მოწვეული იქნებიან ცნობილი უცხოელი სესიური მუსიკოსები:

-   ხორხე პარდო - ესპანელი  ფლეიტისტი რომელიც პაკო დე ლუსიასთან  და ჩიკ კორეასთან ერთად არა ერთ პროექტზე მუშაობდა;

ილიას მირზაევი თანამედროვე თურქული მუსიკის წამყვანი კომპოზიტორი, რომელსაც ასევე ეკუთვნის ამ პროექტი ყველა მუსიკალური ნაწარმოების არანჟირება;

-   ნორმუნდ შნე - ლატვიელი ჰობოისტი და დირიჟორი, რომელიც რამოდენიმე პროექტზე ჯოზეფ ზავინულთან მუშაობდა;

გარდა სესიური მუსიკოსებისა სპეციალურად პროექტისათვის მოწვეულნი არიან  ხმის მთავარი ინჟინერი, გერმანელი აჰიმ ჰუბერი და ქორეოგრაფი, მაკედონიელი ალექსანდრა ევტიმოვა. პროექტის მუსიკალური კონცეფცია და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანების ჩართულობა ხაზს უსვამს პროექტის მასშტაბურობას და მრავალფეროვნებას, რაც თავის მხრივ კულტურათა დიალოგის ერთგვარი გამოხატულებაცაა.

ჯგუფიშინ”-ის ახალ ალბომში შევა 12 მუსიკალური ნაწარმოები. სტუდიური ჩაწერებიბრავო რექორდსისსტუდიაში 12  აპრილს დაიწყება და 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად განხორციელდება მუშაობა მუსიკოსების იმიჯზე  და ჩამოყალიბდება  ალბომის დიზაინის კონცეფციარომელზეც სავარაუდოდ  სანდრო ყანჩელი იმუშავებს.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა მომავალში ჯგუფიშინგახდესბრავო რექორდსის” Signed მუსიკალური ჯგუფი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფის შემდგომ გრძელვადიან მუსიკალური კარიერის მენეჯმენტს განახორციელებს მუსიკალური ბიზნეს კომპანიაბრავო რექორდსი”.

 

პროექტის მხარდამჭერები:

-         თბილისის  კულტურული ღონისძიებების ცენტრი

-         კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

-         მუსიკალური ბიზნეს კომპანიაბრავო რექორდსი

 

სპონსორები:

-         პროექტის წარმდგენი - ”ლუდი ნატახტარი

-         პროექტის სპონსორი - ”ბილაინი

-         პროექტის სპონსორი - ”კაპაროლი

 

რადიო მხარადჭერა:

-      ”არ დაიდარდო

-      ”ფორტუნა