ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

დეჟა გომესის მასტერკლასი ”საქართველოს ვარსკვლავის” მონაწილეებისათვის

სტივი უანდერის ბექ-ვოკალისტი და ამერიკული შოუბიზნესის  ვარსკვლავი დეჟა გომესი ”ბრავო რექორდსის” მოწვევით თბილისს უკვე ხელმეორედ ეწვია. დეჯა სპეციალურად რუსთავი 2-ის მუსიკალური პროექტის ” საქართველოს ვარსკვლავის” მონაწილეებისათვის მასტერკლასის ჩასატარებლად  ჩამოვიდა. მასტერკლასი სტივი უანდერისადმი მიძღვნილ ტურისათვის ( მეოთხე ლაივ კონცერტი) ბრავო რექორდსის სტუდიაში თითოეულ მონაწილეს ჩაუტარდა. გარდა მასტერკლასისა მომღერალი ჟიურის საპატიო წევრი იყო და კონცერტის ბოლოს სტივი უანდერის სიმღერა - ”Overjoyed” შეასრულა