ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ჯგუფი ”ელდრაინის” კონცერტი ჯარისკაცებისათვის

ჯგუფმა  ’’ელდრაინმა”  პირველ CD ალბომი  გამოსცა, რომელიც  ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს და ყველა სხვა ქვეყნის  ჯარისკაცს მიეძღვნა. ალბომის სტუდიური ჩაწერა და გამოცემა  ”ბრავო რექორდსში”  განხორციელდა.

”ელდრაინი” ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში გამოირჩევა მაღალი საშემსრულებლო დონით, სიმღერების სოციალური თემატიკით და დახვეწილი რეპერტუარით. ეს ჯგუფის პირველი CD ალბომია, სახელწოდებით -  ”Till The End” (“ბოლომდე”)  და იგი ანტიტერორისტულ თემატიკას ეძღვნება. ალბომში შესული კომპოზიციები ჯგუფის წევრების დიდი ხნის ნაფიქრი და ნამუშევარია. მასში შედის 12 ინგლისურენოვანი მუსიკალური ნაწარმოები. ჯგუფის წევრები თავად არიან სიმღერების მუსიკისა და ტექსტის  ავტორები. ალბომზე მუშაობის პერიოდში, ისინი მუდმივად ხვდებოდნენ ავღანეთის ომის ვეტერანებს და მათთან საუბრის და კონსულტაციების შედეგად ქმნიდნენ რეპერტუარს თავიანთი პირველი ალბომისთვის.

ახლო მომავალში იგეგმება ჯგუფის გასვლითი კონცერტი ავღანეთში, სადაც ისინი წარადგენენ აღნიშნულ ალბომს, საკონცერტო პრეზენტაციის სახით,  ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს და სხვა ქვეყნის ჯარისკაცების წინაშე.