ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

”ბრავო რექორდს”-ი ნანი ბრეგვაძის ახალ ალბომზე მუშაობას ასრულებს





2 ოტომბერი, 2013

← სხვა სიახლეები

ქართული სცენის ლეგენდა, საქართველოს სახალხო არტისტი, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პირველი და უბადლო შემსრულებელი – ნანი ბრეგვაძე დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, პირველად წერს სოლო ალბომს საქართველოში. ალბომში შედის ნანი ბრეგვაძის ყველა დროის საუკეთესო ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომლებსაც ახლი, თანამედროვე და სრულიად განსხვავებული საორკესტრო ჟღერადობა უნიჭიერესმა მუსიკოსმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა მიუსადაგა.

სწორედ ამ ალბომზე მუშაობის პატივი წილად ხვდა მუსიკალურ ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდს". სტუდიურ ჩაწერებზე მუშაობა დასრულებულია, მიმდინარეობს CD ალბომის ბეჭდვა და საპრეზენტაციო სამზადისი.

CD ალბომში სახელწოდებით - ”ვიხსენებ მე” შედის 12 ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომლთა ავტორებიც არიან ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, გიორგი ცაბაძე, დავით თორაძე, გურამ ბზვანელი და ნუგზარ ვაწაძე. ალბომის მუსიკალური კონცეფცია აგებულია ნანი ბრეგვაძის ბიოგრაფიაზე, ანუ იმ ცხოვრებისეულ გზებზე რაც განვლო მან დღევანდელ დღემდე. ალბომში გარდა CD-სა შედის ნანი ბრეგვაძის ფოტოები, სადაც აღბეჭდილია მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტები.

CD ალბომს ”ბრავო რექორდსი” ნოემბრის თვიდან გამოსცემს და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ”ბრავო რექორდსის” სადისტრიბუციო ქსელში. (მაღაზია ”გურუ”, ლიტერატურული კაფეები, აეროპორტის მაღაზიები, რუსთაველზე არსებული სუვენირების მაღაზიები, ბიბლუსის ქსელში არსებული მაღაზიები და ა.შ)

პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
სპონსორები: კომპანია ”პეესპე” და ”თიბისი ბანკი”

პროექტის ოფიციალური მზღვეველია: სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი” 

რადიო პარტნიორები არიან: ”არ დაიდარდო” და "ფორტუნა”