ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

უპრეცედენტო ღონისძიება საქართველოში ”ბრავო რექორდსისგან”





3 ოტომბერი, 2013

← სხვა სიახლეები

საქართველოში პირველად, ”ბრავო რექორდსმა” გამართა CD ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი ე.წ. ”CD Signing party", რომელიც 3 ოქტომბერს ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომზე - ”ფიქრების ზღვა” დისკების მაღაზია ”გურუ”-ში შედგა. 50-მდე ოთოს გულშმატკივარს უფასოდ დაურიგდა ახალი CD ალბომი. ყოველი მათგანი ოთომ ავტოგრაფით დაასაჩუქრა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. 

ალბომში შედის ოთო ნემსაძის მიერ შსრულებული ოთარ რამიშვილის 10 საუკეთესო ჰიტი ალებური და თანამედროვე არანჟირებებით. ასევე ოთოს ერგო პატივი, შეესრულებინა, სამწუხაროდ, ბოლო დუეტი სიმღერაზე ”თოვლი” ოთარ რამიშვილთან ერთად, რომელიც დამატებით, ბონუს მუსიკალურ ნაწარმოებად შევიდა ამ ალბომში.ოთოს ხმის ტემბრმა და შესრულების მანერამ პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები თანამედროვე არანჟირებით უფრო მიმზიდველი გახადა დღევანდელი ახალგაზრდობისათვის. 

პროექტის მხარდამჭერია: თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი

სპონსორები: ”ჯეოსელი”, ”ბორჯომი” და ”ზედაზენი”

პროექტის ოფიციალური მზღვეველია: სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი”

რადიო პარტნიორები არიან: ”არ დაიდარდო” და "ფორტუნა”