ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ნანი ბრეგვაძის ახალი ალბომის საპრეზენტაციო საღამო





5 ოტომბერი, 2013

← სხვა სიახლეები

ქართული სცენის ლეგენდამ ნანი ბრეგვაძემ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, პირველად ჩაწერა სოლო ალბომი საქართველოში. ალბომზე მუშაობის პატივი წილად ხვდა მუსიკალურ ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდს". ალბომში შედის ნანი ბრეგვაძის ყველა დროის საუკეთესო ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომლებსაც ახლი, თანამედროვე და სრულიად განსხვავებული საორკესტრო ჟღერადობა უნიჭიერესმა მუსიკოსმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა მიუსადაგა.


CD ალბომში სახელწოდებით - ”ვიხსენებ მე” შედის 12 ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომლთა ავტორებიც არიან ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, გიორგი ცაბაძე, დავით თორაძე, გურამ ბზვანელი და ნუგზარ ვაწაძე. ალბომის მუსიკალური კონცეფცია აგებულია ნანი ბრეგვაძის ბიოგრაფიაზე, ანუ იმ ცხოვრებისეულ გზებზე რაც განვლო მან დღევანდელ დღემდე. ალბომში გარდა CD-სა შედის ნანი ბრეგვაძის ფოტოები, სადაც აღბეჭდილია მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტები.

ალბომის არაოფიციალური გამოცემა 4 ოქტომბერს ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზსში დახურული წვეულებით აღინიშნა. საღამოზე ნანი ბრეგვაძემ შეასრულა ახალ ალბომში შესული რამოდენიმე მუსიკალური ნაწარმოები ”ბრავო ბენდის” თანხლებით. საღამოს ბოლოს, სპეციალურად მოწყობილ ადგილას, გაიმართა ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი, სადაც ნანი ბრეგვაძემ თითოეულ მოწვეულ სტუმარს ახალი ალბომი საკუთარი ავტოგრაფით უსახსოვრა და მათთან ერთად გადაიღო ფოტოები.


ნოემბრიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ”ბრავო რექორდსის” სადისტრიბუციო ქსელში. (მაღაზია ”გურუ”, ლიტერატურული კაფეები, აეროპორტის მაღაზიები, რუსთაველზე არსებული სუვენირების მაღაზიები, ბიბლუსის ქსელში არსებული მაღაზიები და ა.შ)


პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
სპონსორები: კომპანია ”პეესპე” და ”თიბისი ბანკი”

პროექტის ოფიციალური მზღვეველია: სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი”

რადიო პარტნიორები არიან: ”არ დაიდარდო” და "ფორტუნა”