ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ევროპის მოედანზე ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა





6 ოტომბერი, 2013

← სხვა სიახლეები

5 ოქტომბერს, ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი ”ბრავო რექორდსმა” თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით ევროპის მოედანზე გამართა. კონცერტი შედგებოდა ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში ოთომ შეასრულა ალბომში შესული ყველა მუსიკალური ნაწარმოები ზვიად ბოლქვაძის, ზურაბ მოსიავასა და ჯგუფი ”ნიუტონის” აკომპანიმენტით. მეორე ნაწილში ოთომ შეასრულა დუეტები სხვადასხვა ცნობილ მომღერლებთან ერთად ”ბრავო ბენდის” თანხლებით. კონცერტი მიჰყავდა ყველაზე რეიტინგული ქართული სერიალის - ”ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟს - კოტე თოლორდავას იგივე დიტოს.

ოთო ნემსაძე რუსთავი 2-ის გახმაურებული მუსიკალური პროექტის - ”ჯეოსტარი”-ის გამარჯვებულია.(2010წ.) პროექტის გენერალურმა სპონსორმა ”ჯეოსელმა” ოთოს სადებიუტო ალბომის დაფინანსება გადასცა ჯილდოდ. ოთოს ალბომის ჩაწერა და გამოცემა მუსიკალურმა ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდსმა” განახორციელა.

ალბომის მუსიკალური კონცეფციის იდეა ”ჯეოსტარის” ერთ-ერთი ტურის შემდეგ დაიბადა, სადაც ოთომ სიმღერა „თოვლი“ შეასრულა. იდეა, ცნობილი კომპოზიტორის და შემსრულებლის, თბილისის კოლორიტისა და საპატიო მოქალაქის ოთარ რამიშვილის სიმღერების ახლებურად შესრულებას გულისხმობდა. ოთარ რამიშვილის საყოველთაოდ ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს თანამედროვე და საკმაოდ ორიგინალური არანჟირებები უნიჭიერესმა მუსიკოსმა ზვიად ბოლქვაძემ მიუსადაგა.

ალბომში სახელწოდებით ”ფიქრების ზღვა” შედის ოთარ რამიშვილის 10 საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები. ასევე ოთოს ერგო პატივი, შეესრულებინა, სამწუხაროდ, ბოლო დუეტი სიმღერაზე ”თოვლი” ოთარ რამიშვილთან ერთად, რომელიც დამატებით, ბონუს მუსიკალურ ნაწარმოებად შევიდა ამ ალბომში.ოთოს ხმის ტემბრმა და შესრულების მანერამ პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები თანამედროვე არანჟირებით უფრო მიმზიდველი გახადა დღევანდელი ახალგაზრდობისათვის.

პროექტის მხარდამჭერია: თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი

პროექტის სპონსორები არიან: კომპანია ”ჯეოსელი” , ”ბორჯომი” და ”ზედაზენი”

რადიო პარტნიორები არიან: ”არ დაიდარდო” და "ფორტუნა”