ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

„გრემის“ პრეზიდენტი ნილ პორტნოუ „ბრავო რექორდსში“





29 აპრილი, 2011

← სხვა სიახლეები

თბილისის მერიისა და კომპანია „Altervision ჯგუფის“ ინიციატივით საქართველოს Grammy-ის პრეზიდენტი ნილ პორტნოუ ეწვია. NARAS-ის (National Academy of Recording Arts and Sciences) აკადემიის პრეზიდენტი მონაწილეობას ეკონომიკური განვითარების მეხუთე ფორუმში იღებს, რომელიც თბილისში ეწყობა.

ნილ პორტნოუ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა მუსიკალური საავტორო უფლებების დაცვის თემაზე, ასევე შეეხო საერთაშორისო მუსიკალურ ინდუსტრიაში საქართველოს ინტეგრაციის აუცილებლობის თემას.

ვიზიტის ფარგლებში ნილ პორტნოუ ”ბრავო რექორდსაც” ეწვია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი სტუდიის დათვალიერების შემდეგ მან კმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ ასეთი დონის სტუდიის არსებობა ამ რეგიონში უმნიშვნელოვანესი პირობაა მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისათვის.