ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ჯგუფმა ”суХие”-მ ბრავო რექორდსში ახალი ალბომისთვის სინგლი ჩაწერა





8 დეკემბერი, 2013

← სხვა სიახლეები

2013 წლის 7 და 8 დეკემბერს ჯგუფმა ”суХие” ბრავო რექორდსის სტუდიაში ახალი ალბომისთვის სინგლი სახელწოდებით ”Прибавь Басы” ჩაწერა. კომპანია ”სოკარი”-სა და ”ბრავო რექორდს”-ის ინიციატივით და მხარდაჭერით ჯგუფმა 6 დეკემბერს ჯგუფ ”ფრანთან” ერთად თბილისის ივენთ ჰოლში ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი გამართა. ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დღის ცენტრს ”პირველი ნაბიჯი საქართველო”.

ჯგუფი ”суХие” 2010 წელს მოსკოვში ჩამოყალიბდა. შედგება 5 მუსიკოსისაგან, რომლებიც თვითონვე არიან მუსიკისა და ტექსტის ავტორები. 2012 წელს გამოიცა მათი პირველი ალბომი, სახელწოდებით ”суХие”. ჯგუფის სიმღერები დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს, როგორც რუსეთში ასევე ქვეყნის გარეთ. სიმღერა ”Танго ” ნიუ-იორკის ერთ-ერთ პოპულარულ რადიოს როტაციაშიც კი მოხვდა. ჯგუფის სიმღერები არა ერთ რუსულ ფილმების საუნდტრეკებად არის გამოყენებული. მათი LIVE კონცერტი 2013 წლის ზაფხულში ტელეკომპანია ”Дождь”-ის პირდაპირ ეთერში გადაიცა.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.suxie.ru

ფოტოები სინგლის ჩაწერის პროცესში ბრავო რექორდსის სტუდიაში