ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

”ქართული ხმების" საიუბილეო ალბომი "ბრავო რექორდსმა" გამოსცა





28 დეკემბერი, 2013

← სხვა სიახლეები

 

27 დეკემბერს ”ბრავო რექორდსის” სტუდიაში გაიმართა ანსამბლი ”ქართული ხმების” ახალი თაობის 15 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ახალი CD ალბომის პრეზენტაცია. ამ ალბომზე ”ბრავო რექორდსის” გუნდი 2 წლის განმავლობასი მუშაობდა. პრეზენტაციაზე ექსკლუზიურად სტუმრებისათვის (ალბომში მონაწილე მუსიკოს-შემსრულებლები, ჟურნალისტები, მხარდამჭერები და სპონსორები) ანსამბლმა ცოცხალი ბენდის თანხლებით შეასრულა ორი მუსიკალური ნაწარმოები ახალი ალბომიდან.

რადგანაც ალბომი საიუბილეო თარიღს ეძღვნება მასში შედის ყველა იმ ჟანრის ნაწარმოები, რომელშიაც უმუშავიათ ჯგუფის წევრებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. მუსიკალური ნაწარმოებები ორ დისკზეა გადანაწილებული. პირველ დისკზე თავმოყრილია ქართული ხალხური სიმღერების, ხოლო მეორეზე სრულიად ახალი სასიმღერო კომპოზიციების და ასევე საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ჰიტების აბსოლუტურად ექსპერიმენტული, განსხვავებული ვოკლაური და ინსტრუმენტული არანჟირებით შექმნილი ვერსიები. ალბომის ჩაწერებზე მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მუსიკოს-შემსრულებლებმა როგორებიც არიან: ნიაზ დიასამიძე, რომა რცხილაძე, ნანი ბრეგვაძე, სალომე ბაკურაძე, ზვიად ბოლქვაძე, მიშა მდინარაძე, დავით მალაზონია და ა.შ. ამ ალბომის სახით „ქართული ხმები”-ს თაყვანისმცემლებს ნამდვილი მუსიკალური სიურპრიზი ელით.

ახლო მომავალში იგეგმება ”ქართული ხმების” გრანდიოზული კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. ამჟამად ”ბრავო რექორდსის” სტუდიაში მიმდინარეობს კონცერტის წინამოსამზადებელი სამუშაოები. კონცერტზე შესრულდება ოცამდე მუსიკალური ნომერი ახალი ალბომიდან სიმფონიური ორკესტრისა და ”ბრავო ბენდის” თანხლებით. კონცერტის რეჟისორი დავით საყვარელიძე იქნება.

მოკლე ინფორმაცია ანსამბლის შესახებ:
”ქართული ხმები” უამრავი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილე და გრანპრის მფლობელია, ასევე არაერთი საქველმოქმედო კონცერტის ინიციატორი და მონაწილე. ანსამბლის წევრები დაჯილდოვებულნი არიან ღირსების ორდენებით. 15 წლის განმავლობაში ანსამბლს, საინტერესო თანამშრომლობა ჰქონდა მსოფლიო დონის ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან: Bobby McFerrin, ქეთი მელუა, TAKE 6 და ა.შ. 2006 წელს ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა საბავშვო სტუდია, სადაც ასეულობით მოზარდი ეზიარა ქართულ ხალხურ სიმღერას. გამოცემული აქვთ ოთხი CD და ორი DVD ალბომი, რომლებიც დღემდე ერთ-ერთ გაყიდვად ალბომებად ითვლება.

ოქროს სპონსორი: კომპანია გალფი
გენერალური სპონსორი: ვითიბი ბანკი
სპონსორი: ქინძმარაულის მარანი
მხარდამჭერი: სამოსელი პირველი

ფოტოები პრეზენტაციიდან: