ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ჰოვარდ გოსპელის გუნდმა ”ბრავო რექორდს”-ში ორი სიმღერა ჩაწერა





15 დეკემბერი, 2013

← სხვა სიახლეები

11 დეკემბერს ბრავო რექორდსის სტუდია ჰოვარდის გოსპელის გუნდს მასპინძლობდა. გუნდისწევრებმა სტუდიაში ორი მუსიკალური ნომერი ჩაწერეს.
9 დეკემბერს, ჰოვარდის გოსპელის გუნდი ამერიკული ტრადიციული მუსიკის ერთ-ერთ მიმდინარეობის პოპულარიზაციისთვის ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოს ესტუმრა. მათ როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უფასო კონცერტები და მასტერკლასები ჩაატარეს. გუნდი 20 მუსიკო-შემსრულებლისაგან შედგება და ჰოვარდის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების მეცნიერებათა კანდიდატი - რეჯინალდ გოლდენი ხელმძღვანელობს.

ჰოვარდ გოსპელ გუნდი 1968 წელს, მელანი როსელის და როზალინდ ტომპკინსის მიერ დაარსდა. გუნდის ყოფილი წევრები არიან არაერთი ჯილდოს მფლობელი: გრემის გამარჯვებული რიჩარდ სმალვუდი, კორ კოტონი, ელბერნიტა კლარკი (ლეგენდარული „კლარკ სისტერს“-ის წევრი) და ასევე R&B-ს ვარსკვლავი ანჯელა ვინბუში.
გუნდმა კონტინენტური ამერიკის ფარგლებში მოგზაურობით ეროვნული აღიარება მოიპოვა, ხოლო კანადაში, იტალიასა და ბარბადოსზე გასტროლებით, საერთაშორისო სახელი დაიმკვიდრა. 

გთავაზობთ ორივე სიმღერის სტუდიურ კლიპს:

სტუდიაში სიმღერების დროს გადაღებული ფოტოები: