ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

„ქუჩის ბიჭები“ ახალ სიმღერას „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში წერენ

ჯგუფი 5 წლის წინ სიმღერით ,,მე მახსოვხარ” საკუთარ მსმენელს დაემშვიდობა. სულ ახლახან კი სრული შემადგენლობითა და ახალი კლიპით დაუბრუნდა საზოგადოებას. ”ქუჩის ბიჭები” თავისი რეპერტუარის ახალი მუსიკალური სტილით განახლებას გეგმავს.

ახალი სიმღერის, აჭარულ მოტივებზე შექმნილი კომპოზოციის, ჩაწერა ხმის ჩამწერ სტუდია ”ბრავო რექორდსში” შედგა. როგორც ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, სტუდიაში სამუშაოდ არაჩვეულებრივი პირობებია შექმნილი.

”თიბისი თივის”, ”ბრავო რექორდსისა” და ,,ქუჩის ბიჭების” თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და მათი ბევრი ახალი სიმღერა სწორედ სტუდია ”ბრავო რექორდს”-ში ჩაიწერება.