ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

Sophie Villy-მ ”ბრავო რექორდსში” ახალი ალბომისათვის “DRESS” სამი სიმღერა ჩაწერა





12 დეკემბერი, 2013

← სხვა სიახლეები

უკრაინაში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა Sophie Villy-მ (სოფო ხუციშვილი) ”ბრავო რექორდსში” ახალი ალბომისათვის “DRESS” სამი სიმღერა ჩაწერა. იგი მომღერალი, კომპოზიტორი, საკუთარი რეპერტუარის მუსიკისა და ტექსტის ავტორია. ალბომი 2014 წლის თებერვალში გამოიცემა.
Sophie-მ პირველი ალბომი ,,Mother fish’’ ბრავო რექორდსში ჩაწერა, რომელშიც მისი 11 სიმღერა შევიდა და რომელიც მომღერალმა საკუთარ დედას მიუძღვნა.
Sophie 5 წლიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, 10 წლიდან კი გიტარაზე დაკვრამ სერიოზულად გაიტაცა. საკუთარ სიმღერებს 14 წლიდან წერს. 18 წლიდან დღემდე მოღვაწეობს კიევში, თავდაპირველად მის მიერვე შექმნილ ჯგუფში "Back Stage” უკრავდა. ჯგუფის დაშლის შემდეგ Sophie სოლო კონცერტებით აგრძელებს კარიერას.

   
 სინგლი ახალი ალბომიდან ”DRESS