ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

მიუზიკლი "ლურჯი ფრინველი"-ს ყველა სიმღერა ”ბრავო რექორდსში” ჩაიწერა





7 იანვარი, 2014

← სხვა სიახლეები

ტელეკომპანია რუსტავი 2-ის საშობაო მიუზიკლის ”ლურჯი ფრინველის” ყველა მუსიკალური კომპოზიცია ”ბრავო რექორდს”-ში ჩაიწერა. მიუზიკლი აგებულია ლეგენდარული ჯგუფი ”THE BEATLES"-ის საქვეყნოდ აღიარებულ ჰიტებზე, რომელთა ქართული ვერსიების ავტორია უნიჭიერესი მუსიკოსი და კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე. ჩაწერები ”ბრავო რექორდს”-ის სტუდიაში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიუზიკლში მონაწილეობენ: ნიტა ლომიძე, ანდრია გაბრიჩიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი ვარდოსანიძე, ქრისტინე იმედაძე, ბაია დვალიშვილი, ირაკლი ფუტკარაძე, გვანცა დარასელია, არჩილ სოლოღაშვილი, ნინი ბადურაშვილი, ნინა სუბლატი, ლუკა ზაქარიაძე, ქეთი ორჯონიკიძე, სოფო ნიჟარაძე, მარიკო ლეჟავა, ჯგუფი ”გამოუვალი მდგომარეობა”, კვინტეტი ”Quintessential Five", ჯგუფი "Eldrine", გვანცა ჯაფარიძე, გიორგი ლაფერაშვილი, ნინო ქათამაძე, ნინო არაზაშვილი, დიმა ობოლაძე და ზურა ბალანჩივაძე.


მთავარი პროდიუსერი: ნიკა გვარამია
რეჟისორები: დავით დოიაშვილი და ნიკა ლომიძე
ხმის რეჟისორი: ალეკო ბერძენიშვილი

მიუზიკლის სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ლინქზე: http://www.myvideo.ge/?video_id=2225495