ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

"ბრავო რექორდს"-ში დაიწყო პროექტ ”საქართველოს მარგალიტები"-ს სტუდიური ჩაწერები





26 დეკემბერი, 2013

← სხვა სიახლეები

”ბრავო რექორდსის“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივი უნიკალური მუსიკალური პროექტის ”საქართველოს მარგალიტები”-ს რამოდენიმე საოპერო არია უკვე ჩაიწერა. შეგახსენებთ, რომ პროექტი გულისხმობს მსოფლიოში აღიარებული თითქმის ყველა ქართველი საოპერო მომღერლის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების (საოპერო არიების) გაერთიანებას და ერთ ალბომად გამოცემას.

ალბომში შესული იქნება საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული საოპერო ნაწარმოებები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. პროექტს მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო ხელმძღვანელობს.

 ამ ეტაპისათვის უკვე ჩაწერილია შემდეგი საოპერო მომღერლების მუსიკალური ნაწარმოებები:
1. ქეთევან ქემოკლიძე
2. მზია ნიორაძე
3. თამარ ივერი
4. გია ონიანი
5. ბადრი მაისურაძე
6. შალვა მუქერია
7. ნანა-მირიან ქავთარაშვილი
8. თეა დემურიშვილი

ახლო მომავალში დაგეგმილია ნინო სურგულაძის და რამაზ ჩიკვილაძის სტუდიური ჩაწერები. მიმდინარეობს დანარჩენ 5 საოპერო მომღერლებთან მოლაპარაკებები და ძალიან მალე გაგაცნობთ მათ ვინაობას.

”ბრავო რექორდსში” პროექტზე მუშაობა გრძელედბა და 2014 წლის შემოდგომაზე ყველას ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ქართველი საოპერო მომღერლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებები ერთ ალბომში, რომელიც საგანძურად დარჩება მომავალ თაობებს როგორც ოქროს ფონდი და ქართული მუსიკალური კულტურის რელიქვია.  ალბომის ჩაწერაზე მიქსინგზე და მასტერინგზე გიორგი გვარჯალაძე მუშაობს.

გარდა სტუდიური ჩაწერებისა მიმდინარეობს მუშაობა ალბომის დიზაინზე და საპრეზენტაციო კონცერტზე. კონცერტი სავარაუდოდ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის შენობის გახსნას დაემთხვევა. პრეზენტაცია-კონცერტზე საოპერო მომღერლები ცოცხლად შეასრულებენ ალბომში შესულ მუსიკალურ ნაწარმოებებს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით დირიჟორ ჯანლუკა მარჩიანოს ხელმძღვანელობით.