ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ჯგუფი ”სუხიეს” სოლისტი ნასტია პალჩიკოვას და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტი





19 თებერვალი, 2014

← სხვა სიახლეები

18 და 19 თებერვალს ”ბრავო რექორდსში” მიმდინარეობდა ორი ძალიან საინტერესო მუსიკოსის, ჯგუფი ”суХие”-ს სოლისტის - ნასტია პალჩიკოვას და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი საპილოტო სინგლის ჩაწერა და კლიპის გადღება.
ჯგუფი 2013 წლის დეკემბერს, კომპანია სოკარის ინიციატივით პირველად ესტუმრა საქართველოს და თბილისის ივენთ ჰოლში ჯგუფ ”ფრანთან” ერთად საქველმოქმედო კონცერტი გამართა. სწორედ მათი ვიზიტის პერიოდში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ნასტიამ ვიწრო წრეში იმღერა თავისი დაწერილი სიმღერა ”Я Тебя не предам”, რომელმაც დამსწრე საზოგადოების, მათ შორის ”ბრავო რექორდსის” მუსიკალური პროდუსერების უდიდესი მოწონება დაიმსახურა. სწორედ მაშინ გადაწყდა ამ სიმღერის სტუდიური ჩაწერა.
”როცა მუსიკას ვწერ ვიაზრებ, რომ ამას მე ვწერ. ეს სიმღერა კი თითქოს ჩემი არ იყო. ვერც მივხვდი როგორ შეიქმნა, ის თითქოს სადღაც ზემოდან იყო ნაკარნახევი. დიდი ხნის წინ დავწერე და არასდროს ვასრულებდი კონცერტებზე. რთული იყო ბენდისთვის მისი არანჟირება. ჩემთვის ვმღეროდი ხოლმე” - ამბობს ნასტია პალჩიკოვა
სიმღერის გაორკესტრება ”ბრავო რექორდსმა” ნიკოლოზ რაჭველს შესთავაზა. ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კოლაბორაციაზე მუშაობა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ნიკოლოზ რაჭველის ახლებური არანჟირებით მუსიკალურმა ნაწარმოებმა ულამაზესი ჟღერადობა მიიღო.
სიმღერა ერთგულებაზე ერთვგვარი დასაწყისია იმ სამომავლო პროექტისა, რომელსაც მუსიკოსები ერთობლივად გეგმავენ. უახლოეს მომავალში შესაძლოა ერთობლივი საკონცერტო პროგრამა შეიქმნას.

 კლიპის რეჟისორია დევიდ ჯიბლაძე, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს და რამოდენიმე თვით არის საქართველოში ჩამოსული.

ასრულებს: ნასტია პალჩიკოვა
სიმღერა და ტექსტი: ნასტია პალჩიკოვა
არანჟირება: ნიკოლოზ რაჭველი
ორკესტრი: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
რეჟისორი: დევიდ ჯიბლაძე