ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

”ბრავო რექორდსმა” საზოგადოებას სრულიად ახალი მუსიკალური ჯგუფი THE GROOVE წარუდგინა

6 მარტს ”ბრავო რექორდსში” ჩატარდა პრეს-კონფერენცია, სადაც სტუდიამ პრესის წარმომადგენლებს ახალი მუსიკალურ ჯგუფი ”The Groove” წარუდგინა. ჯგუფი იმ მუსიკოს-შემსრულებლების სიაში მოხვდა, რომლებმაც ბრავო რექორდსის მუსიკალური პროდიუსერების ყურადღება მიიპყრო. The Groove 2012 წელს შეიქმნა და 7 ახალგაზრდა მუსიკოსს აერთიანებს. ჟანრობრივად საკმაოდ მრავალფეროვან ინგლისურენოვან რეპერტუარს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გიორგი ვახტანგიშვილი (რითმ გიტარა) თავადვე ქმნის.

ჯგუფის წევრები
ვოკალი: ანი კეკუა და გიორგი მეფისაშვილი (მეფისა)
რითმ გიტარა, კომპოზიტორი: გიორგი ვახტანგიშვილი
სოლო გიტარა: ირაკლი გაფრინდაშვილი
ბასი: ლევან მიქაბერიძე (მაჩვი)
დრამი: გიორგი გვანცელაძე
კლავიში: პაპუნა შარიქაძე

ჯგუფის სადებიუტო ალბომზე მუშაობა ”ბრავო რექორდსში” ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკონცერტო სამზადისი. სადებიუტო ალბომი სახელწოდებით - MEDITATE ორი დისკისგან შედგება. ერთზე თავმოყრილია 12 მუსიკალურ ნაწარმოები, ხოლო მეორეზე ალბომის გამხსნელ სინგლზე - ”Run, Forrest, Run” გადაღებული ვიდეო კლიპი. (კლიპის რეჟისორი: ბასა ფოცხიშვილი)
8 მარტს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება ჯგუფის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო სოლო კონცერტი.