ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ანსამბლი ”ქართული ხმების” გრანდიოზული საიუბილეო კონცერტი

2013 წელს ანსამბლი ”ქართული ხმების” ახალ თაობას სასცენო მოღვაწეობის 15 წელი შეუსრულდა. ანსამბლმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ახალი ალბომი გამოსცა, რომლის საჯარო პრეზენტაცია კონცერტის სახით 1 მარტს, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. პროექტზე ანსამბლის წევრები ”ბრავო რექორდსში” ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

კონცერტზე შესრულდა 15 მუსიკალური ნომერი ახალი ალბომიდან სიმფონიური ორკესტრის ”კამერატა ჯორჯიას”  და ”ბრავო ბენდის” თანხლებით. ”ქართული ხმების” გარდა მონაწილეობას იღებდნენ: ნიაზ დიასამიძე, სალომე ბაკურაძე და ზვიად ბოლქვაძე. მუსიკალური ნომრების გარდა კონცერტზე მისულ მსმენელს საშუალება ჰქონდა ენახა პროექტზე მუშაობის სრული პროცესი ვიდეო ფილმების საშუალებით. კონცერტის ბოლოს მოხდა ახალი ალბომების რეალიზაცია და გაიმართა ე.წ. ”ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი”, სადაც სპეციალურად მოწყობილ ადგილას ანსამბლის წევრებმა  მსურველებს დაურიგეს ავტოგრაფები და მათთან ერთად  გადაიღეს სამახსოვროდ ფოტოები. 

ახალი ალბომი:
რადგანაც ახალი ალბომი საიუბილეო თარიღს ეძღვნება მასში შედის ყველა იმ ჟანრის ნაწარმოები, რომელშიაც უმუშავიათ ჯგუფის წევრებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. მუსიკალური ნაწარმოებები ორ დისკზეა გადანაწილებული. პირველ დისკზე თავმოყრილია ქართული ხალხური სიმღერების, ხოლო მეორეზე სრულიად ახალი სასიმღერო კომპოზიციების და ასევე საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ჰიტების აბსოლუტურად ექსპერიმენტული, განსხვავებული ვოკლაური და ინსტრუმენტული არანჟირებით შექმნილი ვერსიები. ამ ალბომის სახით „ქართული ხმები”-ს თაყვანისმცემლებს ნამდვილი მუსიკალური სიურპრიზი ელით.

მოკლე ინფორმაცია ანსამბლის შესახებ:
”ქართული ხმები” უამრავი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილე და გრანპრის მფლობელია, ასევე არაერთი საქველმოქმედო კონცერტის ინიციატორი და მონაწილე. ანსამბლის წევრები დაჯილდოვებულნი არიან ღირსების ორდენებით. 15 წლის განმავლობაში ანსამბლს, საინტერესო თანამშრომლობა ჰქონდა მსოფლიო დონის ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან: Bobby McFerrin, ქეთი მელუა, TAKE 6 და ა.შ. 2006 წელს ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა საბავშვო სტუდია, სადაც ასეულობით მოზარდი ეზიარა ქართულ ხალხურ სიმღერას. გამოცემული აქვთ ოთხი CD და ორი DVD ალბომი, რომლებიც დღემდე ერთ-ერთ გაყიდვად ალბომებად ითვლება.

1 მარტიდან ანსამბლ ”ქართული ხმების” ახალი CD ალბომის შეძენა შესაძლებელი იქნება ”ბრავო რექორდსის” სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში.

ოქროს სპონსორი: კომპანია გალფი
გენერალური სპონსორი: ვითიბი ბანკი
სპონსორი: ღვინო ”თამადა”, ”ბილაინი”, ”ლუტეცია”, წყალი ”სნო” და ”სონეტ ქონსთრაქშენი”
კონცერტის მხარდამჭერები: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ღვინო ”თამადა” , ”ბილაინი” და ”ლუტეცია”
პარტნიორი: ”სამოსელი პირველი”
მედია პარტნიორები: რუსთავი 2, პალიტრა მედია, რადიოები ”ფორტუნა” და ”არ დაიდარდო”, გაზეთი ”პრაიმ ტაიმი”, გადაცემა ”ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ”