ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ჯგუფი The Groove-ის პირველი სოლო კონცერტი

8 მარტს ”ბრავო რექორდსმა” წარმოადგინა სრულიად ახალ მუსიკალური ჯგუფი - ”The Groove”. ჯგუფი იმ მუსიკოს-შემსრულებლების სიაში მოხვდა, რომლებმაც ”ბრავო რექორდსის” მუსიკალური პროდიუსერების ყურადღება მიიპყრო. The Groove 2012 წელს შეიქმნა და 7 ახალგაზრდა მუსიკოსს აერთიანებს. ჟანრობრივად საკმაოდ მრავალფეროვან ინგლისურენოვან რეპერტუარს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გიორგი ვახტანგიშვილი (რითმ გიტარა) თავადვე ქმნის.

ჯგუფის სადებიუტო ალბომზე მუშაობა ”ბრავო რექორდსში” ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალბომი სახელწოდებით - MEDITATE ორი დისკისგან შედგება. ერთზე თავმოყრილია 12 მუსიკალურ ნაწარმოები, ხოლო მეორეზე ალბომის გამხსნელ სინგლზე - ”Run, Forrest, Run” გადაღებული ვიდეო კლიპი. (კლიპის რეჟისორი: ბასა ფოცხიშვილი)

8 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ჯგუფის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო სოლო კონცერტი. კონცერტზე შესრულდა ყველა ის სიმღერა, რომელიც ჯგუფის ახალ ალბომში შევიდა. ასევე კონცერტის დროს ნაჩვენები იყო პროექტზე მუშაობის სრული პროცესი მინი ვიდეო ფილმების საშუალებით.
კონცერტის ბოლოს გაიმართა ე.წ. ”ალბომებზე ხელის მოწერის ცერემონიალი”, სადაც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდად შეეიძინათ ჯგუფის სადებიუტო ალბომი, რომელზეც დარბაზის ჰოლში, სპეციალურად მოწყობილ ადგილას ჯგუფის წევრებმა დაარიგეს ავტოგრაფები და გადაიღეს სამახსოვროდ ფოტოები.

ჯგუფის წევრები
ვოკალი: ანი კეკუა და გიორგი მეფისაშვილი (მეფისა)
რითმ გიტარა, კომპოზიტორი: გიორგი ვახტანგიშვილი
სოლო გიტარა: ირაკლი გაფრინდაშვილი
ბასი: ლევან მიქაბერიძე (მაჩვი)
დრამი: გიორგი გვანცელაძე
კლავიში: პაპუნა შარიქაძე

8 მარტიდან ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ჯგუფის სადებიუტო ალბომი მუსიკალურ მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე ჯგუფი უკრავს სხვადასხვა კლუბებში მათ შორის: BED LOUNGE-სა და URBAN-ში.

პროექტის მხარდამჭერი: კლუბი BED LOUNGE