ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

”ელდრაინი” ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას ”ბრავო რექორდსში” წერს

14 მაისს დიუსელდორფში "ევროვიზიის" კონკურსის ფინალი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სახელით ქართული როკ–ჯგუფი "ელდრაინი" იღებდა მონაწილეობას. ისინი სიმღერით "კიდევ ერთი დღე" ათეულში გავიდნენ და საბოლოოდ მეცხრე ადგილის დაკავება შეძლეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიმღერა "კიდევ ერთი დღე" არის ევროვიზიის პირველი ქართული საკონკურსო სიმღერა, რომლის ფონოგრამაც საქართველოში - "ბრავო რექორდსის" სტუდიაში ჩაიწერა. როგორც ევროვიზიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, ეს ფონოგრამა გამოირჩეოდა თავისი ჟღერადობითა და ჩაწერის მაღალი ხარისხით.