ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერებისაგან შემდგარი CD ალბომს ბრავო რექორდსი გამოსცემს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ”ბრავო რექორდსი” ირაკლი ჩარკვიანის ერთგულ მსმენელს სთავაზობს უნიკალურ პროექტს, რომელიც გულისხმობს ახალი CD ალბომის გამოშვებას ექსკლუზიური მასალებზე აწყობილი ბროშურის თანხლებით.
CD ალბომი სახელწოდებით ”The best of KING” იქნება ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერების კრებული. ალბომში შევა ირაკლი ჩარკვიანის 12 ყველა დროის საუკეთესო ჰიტი.
გარდა საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებებისა ალბომს თანდართული ექნება მინი კატალოგი, რომელიც აწყობილი იქნება ირაკლის მოღვაწეობის განმავლობაში გადაღებული ექსკლუზიური ფოტოებით, ჩანაწერებით და ირაკლის საუკეთესო ლექსებით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუსიკალრი ნაწარმოებების დასუფთავება. პარალელურად მიმდინარეობს ალბომის დიზაინის კონცეფციის ჩამოყალიბება. სავარაუდოდ ალბომზე მუშაობა ერთ თვეში დასრულდება და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება ’ბრავო რექორდსის” სადისტრიბუციო ქსელში შეიძინოს ირაკლის საუკეთესო სიმღერების კრებუილი.

პრეს კონფერენციას წარუძღვნენ:
1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე: ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკი
2. ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი: მარინა ბერიძე
3. ”ბრავო რექორდსის” დამფუძნებელი: ზაზა შენგელია
4. ქეთათო პოპიაშვილი
5. გელა ჩარკვიანი

პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 
პროექტის სპონსორები: პე-ეს-პე და კავკასუს ონლაინი

პროექტის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი”